სხეულის ახალი ფორმა ერთ თვეში
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
დიეტა გაყოფილია 4 ნაწილად. ამ პერიოდში სწავლობთ სწორ კვებას, ერთი თვის შემდეგ შეუმჩნევლად გაცვლით კალორიულ საკვებს ბევრად მსუბუქ და გემრიელ საკვებზე. ზუსტად მიყევით დიეტის ინსტრუქციას და გაუსვით ხაზი ყოველ ჩავლილ დღეს.
1. მიირთვი ბევრი დილით. საუზმე აუცილებელია ორგანიზმისთვის. შეეცადე, საუზმე არ აღემატებოდეს 350 კალორიას. ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ის, ვინც საუზმობს, ნაკლებად სუქდება.
2. დაიწყე დღე ბოსტნეულით.
რაც უფრო მეტ ბოსტნეულს მიირთმევ, მით უფრო ადვილად ხდები. დღეში უნდა მიირთვათ 5 ულუფა ბოსტნეული, (მაგალითად 1 ულუფა: საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი და 1 მოზრდილი პომიდორი). შეიტანეთ ბოსტნეული დილის ულუფაში: ომლეტს დაუმატეთ 1 პომიდორი და ბროკოლი, ან ბუტერბროდის მაგივრად მიირთვით მოხარშული კარტოფილის პიურე მწვანილით.
3. ნუ მიირთმევთ ბევრ კვერცხს.
კვერცხი შეგიძლიათ მიირთვათ 2-ჯერ კვირაში. ეს საკმაოდ მძიმედ გადასამუშავებელი პროდუქტია, ზედმეტი ცილა არ გადამუშავდება ორგანიზმის მიერ. თუ გინდათ, რომ გახდეთ, მიირთვით ომლეტი მაიონეზის გარეშე ბოსტნეულთან ერთად.
4. მიირთვით ვახშამი საუზმის დროს.
თუ თქვენ მოგბეზრდათ ის საკვები, რომელსაც საუზმეზე მიირთმევენ, არავინ დაგადანაშაულებთ, თუ მიირთმევთ სუპს, ან კატლეტს. ხეიდი სკოლნიკი, ავტორი წიგნისა ”დიეტა უკუღმა”, თვლის, რომ თუ თქვენ საუზმეზე კარგად დანაყრდებით, საღამომდე ისე აღარ მოგშივდებათ რომ მიირთვათ საკვები 1000 კკალ-ით. მაგრამ ნუ მიეტანებით მაკარონს. ეცადეთ, მიირთვათ წვნიანი, მოხარშული ან ცოცხალი ბოსტნეული.
5. არცერთი დღე ფაფის გარეშე.
ფაფა შეგიძლიათ მიირთვათ დიდი რაოდენობით, მაგრამ ეცადეთ, რომ იყოს უშაქრო და მშრალი ხილის გარეშე.
6. შეამცირეთ შაქარი.
მიიღეთ დღეში 2 კოვზი რაფინირებული შაქარი. თუ საკვებს ეტიკეტზე აწერია სახარინი, ფრუქტოზა, გლუკოზა ან სეროფი, გირჩევთ ეს პროდუქტი ამოიღოთ ხმარებიდან.
7. წაიღეთ სადილი სამსახურში.
სასადილოში ან სწრაფი კვების ნებისმიერ ობიექტზე თქვენ ღებულობთ 240კ.კალორიით მეტს ვიდრე სახლში დამზადებული საკვების ჭამის დროს. ეცადეთ თვითონ დაამზადოთ საკვები, ამით თქვენ გააკონტროლებთ ცხიმის რაოდენობას და გაუწევთ ეკონომიას საკუთარ ჯიბეს.
8. მიირთვი წვნიანი.
9. დაუმატე ბუტერბროდს სალათის ფოთოლი.
ერთი სალათის ფოთოლი ყველის ან ვიჩინის ნაჭრებს შორის, ის შეიცავს უჯრედისს, რაც დაგანაყრებთ, იმიტორმ რომ ძალიან ნელა გადამუშავდება კუჭნაწლავის მიერ. ხოლო მაიონეზი შეცვალეთ ლიმონის წვენით ან მწარე საწებლით.
10. მხოლოდ ცოცხალი ბოსტნეული.
შეეცადეთ იკვებოთ ბოსტნეულით სეზონიურად, რადგან დროთა განმავლობაში მათში გროვდება არასასარგებლო ტოქსინები და ციანიდები.
loading...
slotgio |
1162 |
|
2013-12-16 |
5.0/5 из 1 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი