navigacia
...


ინგლისური დიეტა დაბალკალორიულთა რიგიდან


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ინგლისური დიეტა 1 კვირაზეა გათვლილი და 2-3 კგ-ის დაკლების საშუალებას იძლევა. ამ დიეტის საინტერესო თავისებურება ისაა, რომ ტრადიციული შეხედულებების საწინააღმდეგოდ, ყველაზე ნოყიერ და კალორიულ ვახშამს “გვიმზადებს” (არა უგვიანეს 19:00-ისა), საკვების მიღებას დღეში 3-ჯერ გვირჩევს და საუზმის, სადილისა და ვახშმისთვის სხვადასხვა ვარიანტს გვთავაზობს - შეიძლება არჩევა და სურვილისამებრ კომბინირება. არაა რეკომენდებული ერთი და იმავე საუზმის განმეორება. კვირის განმავლობაში ყველა ვარიანტი უნდა მოისინჯოს. მაშ ასე, ინგლისური დიეტის მენიუს ვარიანტები: საუზმე (დაახლოებით 200 კილოკალორია) 1 ვარიანტი: ერთი მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, ცეხვილი ფქვილის პურის ნაჭერი, 100 გრამი ახალგაწურული წვენი. 2 ვარიანტი: 1/3 ფინჯანი შვრიის ფაფა ერთ ჭიქა უცხიმო რძესთან, 1 სუფრის კოვზი ქიშმიში, 150 გრამი ხილის წვენი. 3 ვარიანტი: 2 სუფრის კოვზი ცეხვილი მარცვლების ფაფა 1 ჭიქა უცხიმო რძესთან, ვაშლი. 4 ვარიანტი: 200 გრამი ხილის სალათი, 150 გრამი უცხიმო კეფირი ან ნაკლებცხიმიანი მაწონი. სადილი (დაახლოებით 300 კილოკალორია) 1 ვარიანტი: 1 კარტოფილი კანით მოხარშული და შემდეგ გაფრცქვნილი, 100 გრამი ხაჭო ხილგარეული, ბოსტნეულის სალათი 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთით, ფორთოხალი, ვაშლი ან მსხალი. 2 ვარიანტი: ბოსტნეულის ბულიონი, 25 გრამი გახეხილი ბრინზა ან სხვა ყველი, 1 დაცეხვილი მარცვლის ფუნთუშა (50 გრამი), მსხალი ან ვაშლი. 3 ვარიანტი: 2 ნატეხი გახუხული პური, 50 გრამი ლობიო, 100 გრამი ახალი ხილი. 4 ვარიანტი: ომლეტი ბოსტნეულით, ყველით, 2 კვერცხით: პომიდვრის ნაჭრებით, მწვანე პილპილითა და სოკოთი. 1 ვაშლი. ვახშამი (დაახლოებით 500 კილოკალორია) 1 ვარიანტი: ცხელი კერძი პარკოსნებისგან ან ლობიოსგან, 100 გრამი ახალი ხილი. 2 ვარიანტი: რძის ან ბოსტნეულის წვნიანი, 25 გრამი გახეხილი უცხიმო ყველი (ბრინზა), 1 ფუნთუშა დაცეხვილი მარცვლისგან, 50 გრამი გარგარის ჩირი. 3 ვარიანტი: 1 დიდი მოხარშული კარტოფილი, 60 გრამი ლობიო ან სხვა პარკოსანი მცენარე, სტაფილო, კომბოსტო, 2 ჭიქა კეფირი, რომელსაც დამატებული აქვს რამდენიმე ცალი გარგარის ჩირი. * * * ინგლისური დიეტა ძალიან დაბალკალორიულია. ადვილი დასათვლელია, რომ მხოლოდ 1000-მდე კილოკალორიაა დღეში, ამიტომ ძნელი დასაცავია. თუმცა დიეტის რაციონი საკმაოდ მრავალფეროვანი და დაბალანსებულია, რაც სხვა დაბალკალორიული დიეტების ფონზე მას უპირატესობას ანიჭებს. ამის მიუხედავად, ინგლისური დიეტის ერთ კვირაზე მეტხანს დაცვა არ შეიძლება და მისი განმეორებაც ნახევარ წელზე ადრე არაა რეკომენდებული.

loading...
slotgio 1194 0 2013-12-16
4.0/5 из 2

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 7
სტუმრები 7
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css