navigacia
...


მედიცინა სიმსუქნის წინააღმდეგ


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

მედიცინა სიმსუქნის წინააღმდეგ
სიმსუქნე, როგორც სოციალური პრობლემა, ბრიტანელებს ყოველწლიურად 13 მილიარდი ფუნტი სტერლინგი უჯდებათ, ამერიკელებს 70 მილიარდი დოლარი. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ყოველი მესამე მაცხოვრებლის წონა მაქსიმალურად დასაშვებს აღემატება. შეგვიძლია გაგვიხარდეს, ქართველები ამ მაჩვენებლით მოწინავეთ ნამდვილად არ ჩამოვუვარდებით.
საქმე მხოლოდ გარეგნობას და სილამაზის ნორმებს როდი ეხება. ექიმებმა უამრავი საბუთი მოიპოვეს და უკვე ეჭვიც კი აღარ ეპარებათ, რომ ჭარბი წონა საშიშ სნეულებებს უკავშირდება: არტერიული ჰიპერტენზიას, შაქრიანი დიაბეტს, ნაღველკენჭოვანი დაავადებას, ონკოლოგიური პათოლოგიებს… ციფრები გაინტერესებთ? გაცხიმოვნებით დაავადებულთა ნახევარს წნევა მომატებული აქვს. გამხდრებში კი ეს მაჩვენებელი 10%-ს ძლივს აჭარბებს. ჩათქვირებულთა 65%-ს ქოლესტერინის დონე მნიშვნელოვნად აქვთ მომატებული და შესაბამისად სისხლძარღვებიც დაზიანებული. შედეგად მიოკარდიუმის ინფარქტიც 4-5-ჯერ უფრო ხშირად ემართებათ. სხვათა შორის, საზღვარგარეთ ზოგიერთი კომპანია ყოველთვიურ შენატანს ჯანმრთელობის დაზღვევისთვის ცხიმის ინდექსის მიხედვით აწესებს. ვერც გავამტყუნებთ – ინფარქტებისა და ინსულტების ძვირადღირებული მკურნალობის ასანაზღაურებლად ფულის ფანტვა, ბუნებრივია, არ სიამოვნებთ.
შაქრიანი დიაბეტი საშიში დაავადება, რომელსაც მძიმე გართულებები მოსდევს: თირკმლის დაზიანება სრულ უკმარისობამდე, მხედველობის დაკარგვა, ქვედა კიდურების განგრენა, იგივე ინფარქტები და ინსულტები… და აი, თუ დიაბეტი 35 წლის შემდეგ განვითარდა ყოველი ათიდან რვა შემთხვევაში მსხვერპლი სიმსუქნესაც უჩივის. მეტიც: ნორმალური წონა რომ ჰქონოდა, დაავადება არც კი დაემართებოდა.
ძალიან მსუქან ქალებს ხშირად გინეკოლოგიური პრობლემებიც აწუხებთ: ციკლის დარღვევა, სისხლდენა მენსტრუაციათა შორის, უნაყოფობა. ზოგჯერ ყოველივე ამას სახესა და სხეულზე ჭარბთმიანობაც ემატება. ენდოკრინოლოგთა აზრით, მიზეზი სასქესო ჰორმონების ცვლაში ცხიმოვანი ქსოვილის ჩართვაა. ეს კი მამაკაცური ჰორმონების შედარებით სიჭარბეს იწვევს. (შეგახსენებთ – მცირე რაოდენობით მათ ქალის ორგანიზმიც გამოიმუშავებს). მამაკაცებში სიმსუქნე სხვა პრობლემებს აჩენს – მამაკაცური ჰორმონების რაოდენობა, პირიქით, მცირდება. ეს კი სქესობრივი ლტოლვისა და პოტენციის დაქვეითებას, ზოგჯერ კი სარძევე ჯირკვლების გადიდებასაც იწვევს.
ტანსრული ადამიანების ხერხემალს ბევრად უფრო მეტი ტვირთი აწევს. შედეგად მალათაშუა დისკები გადაგვარებას უფრო ხშირად განიცდის და ნერვთა მოჭყლეტის გამო აუტანელი ტკივილებიც უფრო ხშირია.
ონკოლოგიური დაავადებებიც ჭარბწონიანებში ბევრად უფრო ხშირად ემართებათ. მსხვილი ნაწლავის, თირკმლის, ფილტვის, სარძევე ჯირკვლის კიბო ქალური ორგანოების სიმსივნეები გამხდრებს გაცილებით იშვიათია.
სტატისტიკა ამტკიცებს რომ მსუქნები უფრო ადრე ბერდებიან და ნაკლებს ცოცხლობენ. გამოთვლილია, რომ II ხარისხის სიმსუქნის დროს სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 5 წლით, III ხარისხის სიმსუქნისას (როცა წონა ნორმას 50%-ზე მეტით აღემატება) კი საშუალოდ 10-15 წლით ნაკლებია ვიდრე ნორმალური წონის დროს.
ასე რომ, მედიცინის მუშაკთა ერთობლივი და შეთანხმებული მოსაზრებით, ძალიან კარგი იქნება თუ იდეალურთან მიახლოებულ წონას შევინარჩუნებთ. მაშინ მეტსაც ვიცოცხლებთ, სისხლძარღვებიც წესრიგში გვექნება და წნევის მომატებაც აღარ შეგვაწუხებს.

loading...
ADMIN 1124 0 2014-12-06
5.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css