გთავაზობს დიეტას, რომელიც დაგეხმარება, საგრძნობლად შეამცირო თეძოებისა და დუნდულების გარშემოწერილობა და თამამად გამოეწყო შენს საყვარელ მოტმასნილ ქვედაბოლოში.
დიეტის არსი ასეთია: მაქსიმალურად ერიდე ცხიმს, ხოლო “შავ სიაში” მოხვედრილ პროდუქტებს სათოფეზეც არ გაეკარო.
თუ მოინდომებ, ამ დიეტის მეშვეობით კვირაში 500 გრამიდან 1,5 კგ-მდე დაიკლებ. ცვლილება ყველაზე ადრე თეძოებს ეტყობა, ღაწვები და მკერდი კი, ფაქტობრივად, არ ხდება, ან, თუ შეთხელდა – ძალიან გვიან. ამგვარი დიეტით, რომელიც უჯრედისით არის დატვირთული, შეგიძლია ცელულიტსაც შეუტიო და, რაც მთავარია, კალორიების დათვლა სრულებით არ დაგჭირდება.
ნებადართულ პროდუქტთა სია: მჭლე ხორცი, უცხიმო თევზი, ბოსტნეული, პური, კარტოფილი, ბრინჯი, მაკარონი.
“შავი სია”: ნაღების კარაქი, რძის ნაწარმი, მცენარეული ზეთი, თხილი, კაკალი, მზესუმზირა, ნამცხვრები, ტორტი, შოკოლადი, შემწვარი კერძები.
შეიძლება: ჩაი, ყავა, წვენები, ხილი, ცოტა ალკოჰოლიც.
მედლის მეორე მხარე: ყველა დიეტას თავისი ნაკლოვანებები აქვს და არც ეს გახლავთ გამონაკლისი. მისი ნაკლი ის არის, რომ:
. შიმშილი ჭამის შემდეგ მალევე შეგაწუხებს.
. უცხიმო კერძები მაინცდამაინც გემრიელი არ არის.
. ნახევარფაბრიკატებზე უარის თქმა მოგიწევს, შესაბამისად, კერძის მომზადებაზე მეტი დრო დაგეხარჯება.
. თეძოებისა და დუნდულებისთვის განკუთვნილი ვარჯიშის გარეშე სასურველ ეფექტს სწრაფად ვერ მიიღებ.
. უცხიმო დიეტა კანს აშრობს, ასე რომ, კანის მოსავლელად საგანგებოდ მოგიწევს მკვებავი კოსმეტიკური საშუალებების შეძენა.
თავდასხმა ცელულიტზე
ცელულიტი ის გახლავთ, რისიც ყველაზე მეტად ეშინია თანამედროვე თავმომწონე ქალბატონს. ამიტომაც არის, რომ მასთან საბრძოლველად სპეციალისტებმა უამრავი მეთოდი შეიმუშავეს. შეუტიეს მასაჟითაც, ძვირადღირებული ანტიცელულიტური კრემებითაც, ქირურგიული ხელსაწყოებითაც... მაგრამ ვერც ერთი მათგანი შედეგს ვერ გამოიღებს, თუ რაციონალურად არ ვიკვებეთ. ერთი სიტყვით, ვიცავთ დიეტას პირობითი სახელწოდებით “ძირს ცელულიტი!”, რომლის ძირითადი პრინციპებია:
. შეზღუდე მარილის, შაქრისა და ცხიმის მოხმარება.
. ნუ დალევ მეტისმეტად ბევრ წყალს.
. ერიდე ყავას, ალკოჰოლს, სამაგიეროდ, შეგიძლია კვირაში ორჯერ პირი ჭიქა ნატურალური წითელი ღვინით ჩაიტკბარუნო.
. მიირთვი რაც შეიძლება მეტი სალათა და ხილი. რის, რის და ამის საშუალებას სეზონი ნამდვილად მოგცემს.
. ერიდე საღებავებისა და კონსერვანტების შემცველ საკვებს.
. არ გაეკარო შაქრის შემცვლელებს.
ანტიცელულიტური დიეტის ნიმუში
საუზმე – ერთი ცალი მოხარშული კარტოფილი, ისპანახისა და პომიდვრის სალათი, ერთი ჭიქა ხილის წვენი
ლანჩი – 50 გ ჩირი, ვაშლი
სადილი – ბოსტნეულის წვნიანი, ბოსტნეულის სალათი კომბოსტოს მწნილით, მწვანე ჩაი
სამხარი – მჭლე თევზი, ფინიკი
ვახშამი – ჩაი, ხილფაფა, უხეშად ნაფქვი ხორბლის პური
loading...