navigacia
...


დიეტების კასტინგი


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

დიეტების კასტინგი

რაზე ოცნებობს ყველა ქალი? – რა თქმა უნდა, იმაზე, რომ მუდამ ახალგაზრდა და მშვენიერი იყოს. ამისთვის კი უამრავ ხერხს მიმართავს, ზოგჯერ – ისეთსაც, ჭკუათამყოფელ კაცს აზრადაც რომ არ მოუვა.
საკუთარ გარეგნობაზე სოლიდური პროფესიის ადამიანებიც ზრუნავენ, მაგრამ მისი სრულყოფა ცხოვრების მიზნად მხოლოდ სცენისა თუ ეკრანის ვარსკვლავებს აქვთ დასახული.

ნიკოლ კიდმანი

გარდა იმისა, რომ საათობით ღვრის ოფლს სპორტულ დარბაზსა თუ აუზში, დიეტომანიითაც არის შეპყრობილი – მთელი ცხოვრება დიეტაზე ზის, მაგრამ გულის სიღრმეში მისი ტყვეობიდან თავის დახსნაზე ოცნებობს.

პირველი დღე
საუზმე: შავი ყავა
სადილი: მოხარშული ორი კვერცხი, ისპანახი, პომიდორი
ვახშამი: მოხარშული ხორცის ნაჭერი, მწვანე სალათი

მეორე დღე
საუზმე: ორცხობილა, შავი ყავა
სადილი: ქათმის ფილეს დიდი ნაჭერი, მწვანე სალათი
ვახშამი: ორი მოხარშული კვერცხი

მესამე დღე
საუზმე: ორცხობილა, შავი ყავა
სადილი: ზეთში შემწვარი ნიახურის ფესვები, პომიდორი, ხილი
ვახშამი: ორი მოხარშული კვერცხი, ჭიქა გახეხილი სტაფილო, ხმელი ყველის ნაჭერი

მეოთხე დღე
საუზმე: შავი ყავა
სადილი: მაგრად მოხარშული კვერცხი, ჭიქა გახეხილი სტაფილო, ხმელი ყველის ნაჭერი
ვახშამი: ხილის სალათის მოზრდილი ულუფა

მეხუთე დღე
საუზმე: შავი ყავა
სადილი: უცხიმო თევზის დიდი ნაჭერი
ვახშამი: 1 ჭიქა გახეხილი სტაფილო

მეექვსე დღე
საუზმე: ორცხობილა, შავი ყავა
სადილი: ქათმის ფილეს დიდი ნაჭერი, მწვანე სალათის ფოთლები
ვახშამი: მაგრად მოხარშული ორი კვერცხი

მეშვიდე დღე
საუზმე: უშაქრო ჩაი
სადილი: მოხარშული ხორცის დიდი ნაჭერი, ხილი
ვახშამი: მოხარშული თევზი ბოსტნეულთან ერთად

მერვე-მეცამეტე დღე
დიეტა მეორდება, ოღონდ პირუკუ.

ჯენიფერ ლოპესი

ერთი ჩვევა აქვს – დიეტის აღმართს რომ შეუდგება, თითოეული გადაგორებული დღის ბოლოს ერთ ულუფა სასუსნავს ყიდულობს და სამალავში მალავს. ასე იადვილებს მტანჯველ დღეებს. დიეტის ბოლოს სამალავს აღებს, ლამაზად შეფუთულ ტკბილეულს საწოლზე ცლის და პირს იტკბარუნებს. მანამდე კი უმარილო და უშაქრო დიეტურ თვითგვემას უნდა გაუძლოს…

საუზმე: 1 ჭიქა წყალი, ფორთოხალი, ფინჯანი კაკაო. 15 წუთის შემდეგ: ნებისმიერი ხილის ერთი ნაყოფი
სადილი: 200 გ ხაჭო და ამდენივე ხილი
სამხარი: ცოტაოდენი ხილის ჩირი
ვახშამი: 200 გ თევზი ან ფრინველის ხორცი, 300 გ ბოსტნეული
ძილის წინ: უცხიმო ნატურალური იოგურტი

ალისია სილვერსტოუნი

როგორც კი საკუთარ ანარეკლს გაფუშფუშებას შეატყობს, ვეგეტარიანულ რაციონზე გადადის. ამით წონასაც იკლებს და ძილსაც იუმჯობესებს, კანს ელასტიკურობას მატებს, ხოლო თმას – ბზინვარებას, თანაც ხშირ-ხშირად იმეორებს: ჩემს სხეულს ყველაზე ჯანსაღ საკვებს ვაწვდიო.

სამდღიანი დიეტა
პირველი დღე
საუზმე: 170 გ გრეიპფრუტის წვენი, 1 ჭიქა უხეშად ნაფქვი მარცვლეული სოიის რძით
სადილი: 170 გ ბოსტნეული, 1/2 ჭიქა მოხარშული ლობიო
ვახშამი: 1 ჭიქა სოკოსა და ბარდასთან ერთად შემწვარი 115 გ მაგარი ყველი ორთქლზე მოხარშული 2 ჭიქა ბრინჯის გარნირით

მეორე დღე
საუზმე: 2 ცალი ბლინი კენკრით (მაგალითად, მარწყვით)
სადილი: 1 ჭიქა ვეგეტარიანული ჩილი, მოხარშული სიმინდის ტარო
ვახშამი: 2 ნაჭერი ყველიანი პიცა, დიდი ლამბაქით ბოსტნეულის სალათი
დესერტი: 2 ქლიავი, ჭიქა შერბეტი

მესამე დღე
საუზმე: 2 ნაჭერი დაბალკალორიული პური სოიის მდნარი ყველით
სადილი: 1 ჭიქა ჩაშუშული ბოსტნეული და ჭვავის პურის ნაჭერი
ვახშამი: 2 ცალი მოზრდილი ბულგარული წიწაკა ბრინჯისა და სიმინდის გულსართით, ორთქლზე მოხარშული 1 ჭიქა ბროკოლი
დესერტი: 1 ჭიქა უცხიმო იოგურტი, 1 ჭიქა მარწყვი

მადონა

მისი სისუსტეც კანფეტებია. დროდადრო თავს უფლებას აძლევს და ფერად ქაღალდში გახვეული ტკბილეულით იკოკლოზინებს ყელს. “განუწყვეტელი თვითგვემა და უარის თქმა იმაზე, რაც გულით გსურს, შეუძლებელიცაა და საშიშიც. ჩემი ნერვული სისტემა ამას ვერ გაუძლებს”, – ამბობს მადონა. სამაგიეროდ, ყოველდღე ნახევარ საათს ვარჯიშობს, ველოსიპედით დაქრის, გორგოლაჭებიანი ციგურებით სრიალებს… ამ ექსცენტრული მსახიობის მენიუ კი ასეთია:

საუზმე: ერთი ნაჭერი ორცხობილა 2 კვერცხის ცილასთან ერთად, ერთი კვერცხი, ვაშლი ან ატამი
სადილი: უხეშად დაფქული მარცვლეულის პური, ქათმის ან ინდაურის მკერდი მაიონეზით
ვახშამი: თევზის, ქათმის ან ძროხის ხორცის ნაჭერი ბოსტნეულთან ერთად, ცოტა მაკარონი და ღუმელში მშრალად შემწვარი ნახევარი კარტოფილი

სოფი ლორენი

კინოს ჯადოქარი თურმე გრეიპფრუტის დიეტის წყალობით ინარჩუნებს ლერწამივით ტანს – ყოველი ჭამის წინ ამ ციტრუსს მიირთმევს, მერე კი გემრიელად სადილობს. მთავარია, მენიუ 800 კალორიაზე მეტს არ შეიცავდეს.
სოფი ლორენს სპაგეტიც ჰყვარებია. “ეს საკმაოდ ჯანმრთელი საკვებია, განსაკუთრებით – როცა პომიდორსა და ბოსტნეულთან ერთად მოგართმევენ”, – ირწმუნება მსახიობი.

სამდღიანი დიეტა
პირველი დღე
საუზმე: 170 გ ფორთოხლის წვენი, ორი მაგრად მოხარშული კვერცხი
სადილი: ბოსტნეულის სალათი 60 გ ინდაურის ხორცსა და უცხიმო ყველთან ერთად
ვახშამი: 115 გ მაკარონი კრევეტებით, ისპანახის სალათი
დესერტი: 1 ვაშლი

მეორე დღე
საუზმე: 1 ჭიქა ღერღილის ფაფა უცხიმო რძესთან ერთად
სადილი: ახალი ხილის სალათი, 1/2 ჭიქა უცხიმო ხაჭო
ვახშამი: 115 გ სპაგეტი მჭლე ინდაურის გუფთით, მწვანე სალათა
დესერტი: 1 მსხალი

მესამე დღე
საუზმე: ორცხობილა უცხიმო ყველთან ერთად
სადილი: 115 გ მწვანე სალათი მოხარშული ქათმით
ვახშამი: 170 გ ლაზანია უცხიმო ყველით, ზეთით შეზავებული მწვანილეულის სალათი
დესერტი: 2 ატამი

ჯულია რობერტსი

მსახიობი, რომელსაც ჰოლივუდში ყველაზე მეტს უხდიან, სახის კანის დასაჭიმ დიეტას ეთაყვანება. ამ დიეტაში ჯულიამ მთავარი როლი ორაგულს მიაკუთვნა – დიეტოლოგებმა დაარწმუნეს, ეს თევზი კანის ელასტიკურობის საწინდარიაო, ამიტომ საუზმედ, სადილად, ვახშმად ორაგულს მიირთმევს და თუ ოდესმე ოკეანეში ამ თევზის ნასახიც აღარ დარჩება, მსი გენოციდში მშვენიერ მსახიობს დასდეთ ბრალი.

დიეტა
გაღვიძებისთანავე: 350 მლ წყალი
საუზმე: 100 გ მოხარშული ორაგული, 1/2 ლამბაქი წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა, მწვანე ვაშლი, 350 მლ მინერალური წყალი
მეორე საუზმე: 250 გ დაკონსერვებული ორაგული, ზეითუნის ზეთითა და ლიმონის წვენით შეკაზმული მწვანე სალათა, 350 მლ მინერალური წყალი
სადილი: 50 გ ქათმის გულმკერდი, 4 თხილის გული, 1/2 მწვანე ვაშლი, 350 მლ მინერალური წყალი
ვახშამი: მეორდება მეორე საუზმე.
ძილის წინ: მეორდება სადილი.

loading...
ADMIN 1148 0 2014-12-06
5.0/5 из 2

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 11
სტუმრები 11
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css