კემბრიჯის ჰერცოგინია დუკანის დიეტას იცავს და ამ დიეტის მოთხოვნის მიხედვით, მხოლოდ ცილოვან დღეებში თავის რაციონს მწყრის კვერცხით ავსებს. საკვები ღირებულებებით და ორგანიზმის მიერ ათვისების უნარით, ეს კვერცხი ქათმის კვერცხს ჯობნის.
მონიკა ბელუჩის მშვენიერების საიდუმლო - ზეითუნის ზეთი
ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური იტალიელი მსახიობი უკვე 47 წლისაა, მაგრამ მართლა მშვენივრად გამოიყურება. მისი სილამაზის საიდუმლო თურმე ბებიის ბიუთი-რეცეპტებია. სახის, თმისა და სხეულის ნიღბების შემადგენლობაში მონიკა აუცილებლად რთავს ზეითუნის ზეთს. გარდა ამისა, საკვებშიც სწორედ ამ ზეთს იყენებს.
ჯულია რობერტსის ახალგაზრდობის საიდუმლო - ზღვის პროდუქტები
„ლამაზმანი“ ჯულია რობერტსი ასევე შესანიშნავ ფორმაშია, იმის მიუხედავად, რომ 45 წლისაა. თვითონ ამბობს, რომ ფორმის შენარჩუნებაში კარგ გენეტიკასთან ერთად ეხმარება ზღვის პროდუქტები, ძირითადად კი თევზეული - ორაგული, თინუსი, ვირთევზა, სარდინი.
გვინეტ პელტროუს ტონუსის საიდუმლო - მწვანე ჩაი
ელეგანტურობის ეტალონი გვინეტ პელტროუ, რა ხანია, ჯანსაღი კვების პროპაგანდისტიც არის. მისი მოხდენილობის საიდუმლო თურმე მწვანე ჩაია, რომელსაც ორსულობის შემდეგ მიეჩვია, ზედმეტ კილოგრამებთან საბრძოლველად. მას მერე კი თავი აღარ დაუნებებია და მთავარ „დამხმარედ“ მიიჩნევს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
loading...