navigacia
...


როგორ მოვიშოროთ შავი წერტილები სახიდან (ხალხური მეთოდები)


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

კომედონები (შავი წერტილები) ჩნდება ცხიმის დამჟავების შედეგად, რომელიც ავსებს სახის კანის ფორებს. ჭუჭყი, მტვერი და უხარისხო კოსმეტიკა, ჰორმონალური დარღვევები და კანის არასწორი მოვლა ამწვავებს პრობლემას, რითაც აჩქარებს შავი წერტილების წარმოქმნის პროცესს. სამწუხაროდ, კომედონებისგან ერთხელ და სამუდამოდ თავის დაღწება არ გამოვა: თუ შავი წერტილები "დასახლდნენ" თქვენს სახეზე, მაშინ მთელი ცხოვრების განმავლობაში მოგიწევთ მათთან ბრძოლა. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია სახის კანის იდეალური მდგომარეობის შენარჩუნება უბრალოდ ხალხური მეთოდების გამოყენებით. საჭირო მასალები/ხელსაწყოები: 3 შვრიის ფანტელები (ხლოპიები) ყავის მარცვლები 4 კვერცხის გული 1 ჩ/კ ლიმონის ან ფორთოხლის წვენი 1 წვეთი სელის ზეთი 5 თაფლი ხაჭო ფორთოხლის წვენი Е ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი სააფთიაქო გვირილა ან ცაცხვი საფეხურები 1 დილაობით, ხელ-პირი დაიბანეთ მხოლოდ გრილი წყლით. 2 საღამოს აუცილებლად გაიწმინდეთ მთელი კოსმეტიკა, მსუბუქი უცხიმო ტონიკის დახმარებით. 3 მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად და ფორების ცხიმისგან გასაწმენდად, კვირაში ერთხელ გაიკეთეთ პილინგი. შვრიის ფანტელები (ხლოპიები) და ყავის მარცვლები დაფქვით ყავის საფქვავით. მიღებულ ფხვნილს დაუმატეთ სუფთა თბილი წყალი, მოურიეთ ერთგვაროვანი სქელი მასის მიღებამდე. შხაპის შემდეგ (დაორთქლილ გაწმენდილ სახის კანზე) წაისვით მომზადებული ნაზავი და წრიული მოძრაობით შეიზილეთ სახეზე. საჭიროა სიფრთხილე, რათა არ გაწელოთ და არ დააზიანოთ კანი. ცოტათი უფრო თამამად შეიზილეთ შავი წერტილების წარმოქმნის ადგილებში. ამ პროცედურია მიზანია ყველაფერი ზედმეტის მოცილება და არა ფორების ფაფით ამოვსება. სახე გაისუფთავეთ თბილი წყლით, შემდეგ კი შეისხით ცივი წყალი ან მიიდეთ ცივ წყალში დასველებული პირსახოცი. კანის დასამშვიდებლად წაისვით წყლის საფუძველზე დამზადებული მსუბუქი კრემი. 4 კვირაში ორჯერ გაიკეთეთ ნიღბები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ვიტამინი С (ის არ მისცემს დამჟავების საშუალებას ფორებში დაგროვილ ცხიმს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეამცირებს შავი წერტილების გავრცელების ინტენსივობას). კვერცხის გული შეურიეთ 1 ჩ/კ ლიმონის ან ფორთოხლის წვენს და დაუმატეთ 1 წვეთი სელის ზეთი. მიღებული მასა წაისვით გაწმენდილ სახეზე, გაიჩერეთ 10-15 წუთი განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილისი წყლით. კიდევ ერთი ეფექტური ნიღაბი: შეურიეთ თაფლი, ხაჭო და ფორთოხლის წვენი განსხვავებული პროპორციით და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი Е ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი. გამოიყენეთ ისევე, როგორც წინა ნიღაბი. 5 თვეში ერთხელ მოიშორეთ კომედონები მექანიკური საშუალებით. საგულდაგულოდ გაისუფთავეთ სახე საპნით. წყალს დაუმატეთ აფთიაქის გვირილა ან ცაცხვი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ანტისეპტიკური ნაკრები). აადუჭეთ წყალი, გადაასხით განიერ წურჭელში და შეუშვირეთ სახე ორთქლს 10-15 წუთის განმავლობაში. ხელები დაიბანეთ საპნით, გაიწმინდეთ სპირტით და ფრთხილად ამოიღეთ ყველა შავი წერტილი. იმოქმედეთ ფრთხილად, არ დააჭიროთ ძალიან ძლიერად - შავი წერტილები უნდა ამოვიდეს მარტივად, მცირედი დაჭერის დროსაც კი. სახე მოიბანეთ გრილი წყლით ან მიიდეთ ცივ წყალში დასველებული პირსახოცი. ეს აუცილებელია ფორების შესავიწროვებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანის ღრმა ფენებში შეიძლება შეაღწიოს ინფექციამ. 6 მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, დალიეთ ახლადდაწურული წვენები, უარი თქვით ცხიმიან ხორცზე, ძეხვოვან და შემწვარ საკვებზე. 7 თუ არაფერი გშველით, მიმართეთ სპეციალისტს - შავი წერტილების წარმოქმნის მიზეზი ზოგჯერ შეიძლება იმალებოს ღრმად ორგანიზმში და დერმატოლოგთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობა არ იქნება ეფექტური.

loading...
ADMIN 1842 0 2014-02-12
1.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 3
სტუმრები 3
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css