როგორ უნდა მოვიშოროთ ფეხიდან უსიამოვნო სუნი
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
1- სკრაბი- ალბათ ყოველი თქვენგანი დაწოლის წინ აუცილებლად იბანს ფეხებს, მაგრამ იცოდეთ, რომ მხოლოდ წყალი ამისათვის საკმარისი არ არის. აუცილებლად გამოიყენეთ სკრაბი იმისათვის, რომ მკვდარი კანი და ბაქტერიები მოიშოროთ. ძალიან კარგი იქნება თუ საშუალო სიმაგრის ჩოთქსაც დაიხმართ. არ დაგავიწყდეთ სკრაბის წასმა თითებს შორისაც.
2- გაიმშრალეთ ფეხები- დარწმუნდით, რომ ფეხების გამშრალებას ხარისხიანად ახერხებთ. შერჩენილმა წყალმა შეიძლება მეტი ბაქტერია აიკრას, კარგად გაიმშრალეთ ადგილები ფეხის შიგნითაც.
3- გამოიყენეთ ანტიბაქტერიული სპრეი- დაისხით ის ხელებზე და ნაზად შეიზილეთ კარგად გამშრალებულ ფეხის ტერფებზე.
4- ანტიპერსპირანტი- ყოველ ღამე მშრალ, სუფთა ფეხზე წაისვით, შემდეგ ამოიცვით წინდა. ეს დაგეხმარებათ მთელი დღის მანძილზე მშრალად და სუფთად იყოთ.
5- ნახევარი ჭიქა ძმარი და ნახევარი ჭიქა იზოპროპილის სპირტი ერთმანეთს აურიეთ და ტერფებზე წაისვით. შესანიშნავი საშუალებაა გაღიზიანებული კანის დასაცხრობად. ეს ორივე პროდუქტი უვნებელია თქვენი კანისთის, სამაგიეროდ კლავს ბაქტერიებსა და სოკოს.
6- თუ უსიამოვნო სუნის მოშორება გსურთ, ნახევარი ჭიქა ძმარი ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით. დაამატეთ რამდენიმე წვეთი ზეთი და ცოდაოდენი სოდა.
7- აქტიურად გამოიყენეთ ქარტოფილის ფქვილი, სოდა ან პუდრა იმისთვის, რომ შეამციროთ ფეხის ოფლიანობა, შესაბამისად უსიამვონო სუნიც.
loading...
ADMIN |
2103 |
|
2014-02-12 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი