navigacia
...


როგორ უნდა მოვუაროთ ჩაზრდილ ფრჩხილს სახლის პირობებში


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

როდესაც ფრჩხილის კანში ჩაზრდა ხდება, მაშინ კანის სტრუქტურა ირღვევა, რაც იწვევს ტკივილს, შეშუპებას, გაღიზიანებასა და მგრძნობელობის მომამატებას. სამედიცინო ტერმინოლოგიით ამ დაავადებას ონიკოკრიპტოზის უწოდებენ. თუ მდგომარეობას თავიდანვე ყურადღებას არ მიაქცევთ, შესაძლოა პრობლემა უფრო გართულდეს, უკეთეს შემთხვევაში საქმე ოპერაციამდე, უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა თითის ამპუტაციამდეც მივიდეს. იმისათვის, რომ დამატებითი გართულებები თავიდან ავირიდოთ გთავაზობთ რამდენიმე მარტივ მეთოდს თუ როგორ უნდა მოვუაროთ ჩაზრდილ ფრჩხილს სახლის პირობებში. 1- პირველ რიგში უნდა დადგინდეს ფრჩხილში ინფექცია არის თუ არა. ამას შესაძლოა სიმპტომებითაც მიხვდეთ. ინფექციის დროს ფრჩხილი გაწითლებულია, ზოგიერთ შემთხვევებში სდის სითხეც. თუ მდგომარეობა უკვე საკმაოდ რთულია მაშინვე უნდა მიმართოთ ექიმს, შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც დაგჭირდეთ. სწორედ ამიტომ უნდა იყოთ ყურადღებით, მცირე ტკივილის შემთხვევაშიც ჩაიტაროთ მცირე პროცედურები. 2- თუ ტკივილმა შეგაწუხათ დღის განმავლობაში 4-5 ჯერ გაიკეთეთ ცხელი წყლის აბაზანები. წყალი რაც უფრო ცხელი იქნება მით უკეთესია, რადგან ასეთ ტემპერატურას სხეულიდან ინდექცია გამოჰყავს, თუმცა ფრთხილად იყავით კანი არ დაიზიანოთ. გააცხელეთ წყალი მანაამ, სანამ თქვენი სხეული მის ტემპერატურას გაუძლებს. ძალიან კარგი იქნება თუ წყალს ინგლისურ მარილსაც დაამატებთ, ის ერთგვარი ანტი ინფექციური საშუალებაა, რომელიც დაზიანებულ კანზე დადებითად მოქმედებს. 3- შემდეგი ეტაპია სითხის გამოდევნა- აბაზანის მიღებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა კანი ჯერ კიდევ ნაზია ყურის ჩხირით დააწექით ფრჩხილისა და კანის შეერთების ადგილს.ეს პროცესი ოდნავ მტკიცნეულია, მაგრამ უნდა გაუძლოთ, მარილიანი წყლის თითო აბაზანის შემდეგ ეს პროცედურა 10-20 ჯერ გაიმეორეთ. 4- აიღეთ ნებისმიერი ანტიბაქტერიული კრემი და დაზიანებულ ადგილას წაისვით. ის აღადგენს კანის სტრუქტურას და მოაშუშებს პრობლემურ არეს. 5- თუ ტკივილი და გაღიზიანება შემაწუხებელია, შეგიძლიათ რამდენიმე დღის განმავლობაში ანთების საწინააღმდეგო პრეპარატიც მიიღოთ. ის შეამცირებს დისკომფორტსა და ცუდ შეგრძნებას. 6- თავი აარიდეთ ზედმეტად მოჭერილ ფეხსაცმელსა თუ წინდებს. ატარეთ მაქსიმალურად გახსნილი ფეხსაცმელი, არ შედგეთ ქუსლებზე და ფეხს სუნთქვის საშუალება მიეცით. მკურნალობის პროცესში მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ფრჩხილის ჩაბრუნება მარტივი პროცესი სულაც არ არის. გაითვალსიწინეთ ჩვენი რჩევები და პროცედურები საწყის ეტაპზევე დაიწყეთ.

loading...
ADMIN 2391 0 2014-02-12
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 10
სტუმრები 10
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css