როგორ უნდა დაიხვიოთ თმები მარტივად სახლის პირობებში?
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ხვეული თმები ძალიან მიმზიდველია. საოცარია, მაგრამ ყველას, ვისაც სწორი თმა აქვს ხვეული და და პირიქით. თუმცა დღეს არც ერთის არსებობაა პრობლემა. არსებობს მოსაზრება, რომ ხვეულ თმას ძალიან უხდება ღია ფერი, თუმცა თუ უბრალოდ გსურთ, რომ ხუჭუჭა იყოთ, არა ვითარი პრობლემა აღარ არსებობს. ეს სტატია ეხებათ ქალბატონებს, რომელთაც სწორი თმა აქვთ და სურთ ყოველდღიური, ერთფეროვანი ცხოვრება ახალი დეტალებით გაიხალისონ. ჩვენ გასწავლოთ როგორ შეიცვალოთ სტილი და გარეგნობა მარტივად, ერთ ღამეში. ქიმიური ჩარევა ძალიან სარისკოა, ის ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვნად აზიანებს თმებს, ამიტომ აუცილებლად უნდა გამოიგვყვეთ ჩვენ, რადგან ჩვენთან შეძლებთ დაიხვიოთ თმები უსაფრთხოდ. ამისათვის დაგჭირდებათ ძველი ნაჭერი, სავარცხელი და ცოდაოტენი წყალი. ეს დიდ დროს არ წააგართმევთ. სანამ დაძინებას გადაწყვეტთ კარგად მოკალათდით და განეწყვეთ იმისთვის, რომ დილით სხვა ვიზუალით გაიღვიძებთ.
გაყავით თმა რამდენიმე ტოლ ნაწილად, იმის მიხედვით რა ზომის კულულები გსურთ. აიღეთ ერთი ნაწილი და წყლით ოდნავ დაანესტიანეთ, აიღეთ ნაჭერი და თმის ბოლოდან გადაახვიეთ თმა მასზე. როდესაც თავის კანს მიუახლოვდებით ნაჭერი კარგად განასკვეთ. განაგრძეთ ასეთი მოქმედება მანამ, სანამ მთლიან თმას არ დაიხვევთ. ეს დაახლოებით 30 წუთს წაგართმევთ. თუ გსურთ შედეგი ორმაგი გახადოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის სპეციალური სპრეი მეტი მდგრადობისთვის. თუ დილით სასწრაფო საქმე გაქვთ, ეცადეთ რამდენიმე წუთით ადრე გაიღვიძოთ. ფრთხილად გახსენით თითოეული კულული, თუ ის ძალიან ხელოვნური ან დიდი მოგეჩვენათ შეგიძლიათ თითების დახმარებით კორექტირება შეიტანოთ. მიეცით თმას სასურველი ფორმა და თქვენ უკვე მზად ხართ სახლიდან გასასვლელად. ურჩიეთ ეს მარტივი ხერხი თქვენს მეგობრებსაც. გთავაზობთ ფოტოებს თუ როგორ შეძლებთ სახლის პირობებში თმების მარტივად
loading...
ADMIN |
1387 |
|
2014-02-12 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი