navigacia
...


მენიუ გულისთვის


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

რომელი პროდუქტია გულ-სისხლძარღვებისთვის უსაფრთხო? ნახშირწყლები: ამ ნივთიერების შემცველი პროდუქტები ზრდის სისხლში ქოლესტერინისა და ცხიმების შემცველობას. გაითვალისწინეთ, სასარგებლოა მხოლოდ ის ნახშირწყლები, რომლებსაც ორგანიზმი ძნელად შეითვისებს. ასეთი ნახშირწყლები მოიპოვება მარცვლეულში. მათში უხვადაა ვიტამინები, მინერალები, ანტიოქსიდანტები და საკვები ბოჭკოები. ცხიმები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საფრთხეს ზრდის მხოლოდ ორი სახის ცხიმი: მყარი და ეგრეთ წოდებული ტრანს-ცხიმები. პირველი ბუნებრივია, ის მოიპოვება ხორცსა და მყარ პალმის ზეთში. ტრანს-ცხიმები, პრაქტიკულად, ხელოვნურია, მყარი სახით მიიღება კარგად გადამუშავებული მცენარეული ზეთებისგან. სუფთა სახით ის თითქმის არ იყიდება, სამაგიეროდ ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობაში. ძირითადად გვხვდება მარგარინებსა და მზა საკვებში. მათი შემცველობა ეტიკეტზე მითითებულია ტერმინებით - ''ჰიდრირებული'' და ''ჰიდროგენიზებული'' ცხიმები. სხვა ტიპის ცხიმები ორგანიზმისთვის უსაფრთხოა, მხოლოდ ზომიერად, მათი ჭარბად მიღება ხელს უწყობს გასუქებას, ესე იგი, საფრთხეს უქმნის სისხლძარღვებს. გულს ეხმარება: ომეგა-3: ცხიმიანი თევზი - ორაგული, კალმახი, სარდინი, ქაშაყი, თინუსი, ნიგოზი, სელისა და სოიის ზეთი. სასარგებლოა აგრეთვე ზეითუნისა და არაქისის სუფთა ზეთი, მზესუმზირის, სიმინდისა და ბოსტნეულის ზეთი. მარცვლეული: ხორბალი, მარცვლეულისგან მომზადებული მშრალი საკვები. ხსნადი საკვები ბოჭკოები: პარკოსნები, ჰერკულესი, ოსპი, ვაშლი, მსხალი, ბოსტნეული. უხსნადი საკვები ბოჭკოები: მარცვლეული, ქატო, ხილისა და ბოსტნეულის კანი. ვიტამინი E: მარცვლეული, მცენარეული ზეთები, კრევეტები, თხილეული, სატაცური. ვიტამინი C: ციტრუსი, კივი, მარწყვი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, წიწაკა. ვიტამინი B6: მარცვლეული, ბანანი, ხორცი, თხილეული, პარკოსნები, არაქისი. ვიტამინი B12: თევზი, შინაური ფრინველისა და საქონლის ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები. ფიტონუტრიენტები: ბოსტნეული, ხილი, პარკოსნები, მარცვლეული, კვერცხის გული. კალიუმი: ბანანი, ციტრუსი, ბოსტნეული, კარტოფილი. მაგნიუმი: ხილ-ბოსტნეული, ხორბალი, თევზი და ზღვის პროდუქტები. კალციუმი: რძის პროდუქტები, ძვლიანად დაკონსერვებული თევზი, ნუში, მწვანე ბოსტნეული.

loading...
ADMIN 1136 0 2014-03-13
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 8
სტუმრები 8
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css