1. არ მოწიოთ - კაცობრიობამ რომ არ იცოდეს, რა არის მოწევა, თურმე, 30 პროცენტით ნაკლები იქნებოდა სიმსივნური დაავადებების რაოდენობა. გარდა ამისა, ფილტვების კიბოს შემთხვევების 80 პროცენტის მიზეზი სწორედ თანბაქოს მოწევაა.
2. აკონტროლეთ წონა - ზედმეტი წონა განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს. ბევრმა კვლევამ დაადასტურა კავშირი ზედმეტ წონასა და მსხვილი ნაწლავის, მკერდისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს შორის.
3. სწორად იკვებეთ - ონკოლოგიური დაავადებების 30 პროცენტი არასწორი კვების დამსახურებაა. აუცილებლად უნდა ჩართოთ რაციონში ბევრი ხილი, ბოსტნეული და ტევზი. წითელი ხორცი კი თურმე (საქონლის, ღორის და ა.შ.) ზრდის კუჭისა და სწორი ნაწლავის განვითარების რისკს.
4. იმოძრავეთ - რეგულარული ვარჯიში მკერდისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას უშლის ხელს. ოპტიმალური ვარიანტია კვირაში 3-4-ჯერ მაინც რომ ივარჯიშოთ, ნახევარი საათით. თუნდაც მსუბუქი ვარჯიშები, სუფთა ჰაერზე სირბილი, სიარული.
5. ალკოჰოლურ სასმელებზე უარის თქმა - მაგარი სპირტიანი სასმელების ხშირი მოხმარება ხელს უწყობს სასის, ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას.
6. რეგულარულად ჩაიტარეთ გამოკვლევები - პირველ სტადიაზე სიმსივნე თითქმის ყოველთვის განკურნებადია. ამიტომ მნიშვნელოვანია, პერიოდულად გამოკვლევები ჩაიტაროთ.
7. მემკვიდრეობითობის გათვალისწინება - თუ თქვენი უახლოესი ნათესავები სიმსივნით იყვნენ დაავადებულნი, ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოთ გამოკვლევა.
loading...