navigacia
...


ბალახების მაგია – ფიტოთერაპია ტრადიციული მედიცინის ნაცვლად?


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ფარმაცევტიკაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ფიტოთერაპია მსოფლიოში დღემდე პოპულარულია. ბევრი თვლის, რომ რა საჭიროა ძლიერმოქმედი პრეპარატების გამოყენება, თუ დაავადების თავიდან აცილება ბუნებრივი ბალახეულით შეიძლება. ადამიანის ორგანიზმზე თითქმის ყველა ბალახი გამაჯანსაღებლად მოქმედებს, თუმცა მეტ-ნაკლები განსხვავებით. მაშ ასე, რას გვთავაზობს ბუნებრივი აფთიაქი?

კრაზანა

კრაზანის ნაყენსა და ნახარშს ძველთაგანვე გულის, რევმატიზმის, გაციების, გრიპის, თავის ტკივილის, ღვიძლის, კუჭის, შარდის ბუშტის, ღამით შარდშეუკავებლობის, ჰემოროის, სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ.

ნაყენის მოსამზადებლად ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კრაზანას ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარეს, აყოვნებენ მცირე ხნით და სვამენ ჭიქის მესამედს 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

კრაზანას იყენებენ, როგორც სავლებ საშუალებას პარადონტოზის, სტომატიტისა და პირში ცუდი სუნის დროს. სამკურნალო ნაყენის მოსამზადებლად 3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კრაზანას უნდა დაასხათ ნახევარი ლიტრი მდუღარე და 4-5 საათი გააჩეროთ.

კალენდულა

კალენდულას სპირტიანი ნაყენი შეუცვლელია სტომატიტის, პარადონტოზის დროს. ჩვეულებრივ ნაყენს კი იყენებენ კონიუნქტივიტის, გასტრიტის, კუჭის წყლულის, ნაღვლის დაავადებებისა და ჰეპატიტის დროს.

გამოკვლევებმა ცხადყო, რომ კალენდულას დეპრესიული მოქმედებები ახასიათებს, აქვეითებს მოქმედებით აქტივობასა და კუნთების ტონუსს, აქვს ძილის მომგვრელი და წნევის დამწევი თვისებები, ამიტომ მის ნაყენს წარმატებით იყენებენ, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას.

მომატებული ოფლიანობისას ფეხებზე ყოველდღიურად კალენდულას ნახარშის აბაზანას იკეთებენ.
ჩვეულებრივი ნაყენის მოსამზადებლად 2 სუფრის კოვზ ხმელ ყვავილს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ მცირე ხნით და მიიღეთ ნახევარი ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.

მრავალძარღვა

მრავალძარღვას ნედლ ფოთლებს ან მათგან გამოწურულ წვენს სისხლდენის შემაჩერებელი, ბაქტერიოსტატიკური და ჭრილობის შემახორცებელი თვისებები გააჩნია. მას იყენებენ როგორც ამოსახველებელ და ჰიპოტენზიურ საშუალებას. მრავალძარღვას ჩვეულებრივი ნაყენითა და სპირტიანი ექსტრაქტით მძიმე ფორმის წყლულოვან დაავადებებსაც მკურნალობენ.

ნედლი ფოთლების ახალგამოწურულ წვენს იყენებენ ტრავმების პირველადი დამუშავებისას, ჭრილობებისა და ფურუნკულების, ქრონიკული კოლიტის, კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებების _ გასტრიტის, ენტერიტის, ენტეროკოლიტის სამკურნალოდ.

მრავალძარღვას თესლით კი შაქრიან დიაბეტს, ხველებას, ქალისა და მამაკაცის უშვილობას მკურნალობენ.

მრავალძარღვას ნაყენის მოსამზადებლად 3 სუფრის კოვზ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 4 საათი, გადაწურეთ და დალიეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში.

კუნელი

კუნელი ასტიმულირებს გულის კუნთის მუშაობას, ხსნის შფოთის შეგრძნებას, აუმჯობესებს სისხლძარღვების მუშაობას. კუნელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა უძილობის დროს, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

ნაყენის მოსამზადებლად ერთ სუფრის კოვზ კუნელის ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და ორთქლის აბაზანაზე 15 წუთი გააჩერეთ, შემდეგ გააგრილეთ და გადაწურეთ, მიიღეთ დღეში ნახევარი ჭიქა მომატებული აღგზნებულობისა და უძილობის დროს, ასევე არითმიისა და მაღალი არტერიული წნევის შემთხვევაში.

გვირილა

სამკურნალო მცენარეებზე საუბრისას გვირილას ვერავინ აუვლის გვერდს. მას უამრავი სასიკეთო თვისება აქვს. გვირილას აქტიურად იყენებენ გასტრიტის, კოლიტის, ღვიძლის, თირკმელების, საშარდე ბუშტის, ციებ-ცხელების, უძილობის, ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების, ძნელად შესახორცებელი ჭრილობების, წყლულებისა და ფურუნკულების დროს.

გვირილა გამოიყენება ბავშვების მუცლის ტკივილისა და შებერილობის დროს. ქერათმიანებს თმის ბზინვარების შენარჩუნებისა და გაჯანსაღებაში, აგრეთვე ქერტლის მოცილებაში ეხმარება.

ნაწლავების სპაზმისას, მეტეორიზმის, ფაღარათის დროს გვირილის ნაყენი უებარი საშუალებაა. ამ შემთხვევაში ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 2 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილებს ერთ ჭიქა მდუღარეს ასხამენ, 20 წუთი აყოვნებენ, შემდეგ გადაწურავენ და სვამენ 2-3-ჯერ დღეში ჭიქის მეოთხედს.

ყელსა და პირის ღრუში გამოსავლებად, თვალის, ძნელად შესახორცებელი ჭრილობების, დამწვრობის, მოყინვის დროს და თმის ბზინვარებისთვის ნაყენის მოსამზადებლად 5 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილებს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე. გააჩერეთ 10 საათი და გადაწურეთ.

ბრონქული ასთმის, ტონზილიტის, ფარინგიტის, ლარინგიტის, გრიპის, ბრონქიტის, ტრაქეიტის დროს ინჰალაციისთვის 400 მილიგრამი წყალი უნდა მიიყვანოთ ადუღებამდე, დაუმატოთ 1 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და ერთი სუფრის კოვზი საკვები სოდა.

რევმატიზმის, შეშუპების, ფურუნკულის, დამწვრობის, დაშავების, ეგზემის, სახსრებისა და თავის ტკივილის დროს, 2-3 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილს 2-3 სუფრის კოვზ მდუღარეში სრესენ, მიღებულ ფაფისებურ მასას მარლაში ახვევენ და პრობლემურ ადგილზე იდებენ.

loading...
ADMIN 4069 0 2014-03-19
4.0/5 из 6

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 17
სტუმრები 17
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css