1ვარჯიში
ვინაიდან ცელულიტის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი სისხლის მიმოქცევიის დაღვევაა, მის წინააღმდეგ სწორედ ამ გზით უნდა ვიბრძოლოთ. სპორტული აქტივობები სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ის, ზოგადად, ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა, ამიტომ თუ საერთდ არ ვარჯიშობთ, აუცილებლად გამონახეთ დრო ამისთვის. დღეში ნახევარი საათი აუცილებლად გექნებათ იმისთვის რომ საკუთარ გარეგნობას და ჯანმრთელობას დაუთმოთ. კუნთოვანი ქსოვილების განვითარება არამარტო დაგეხმარებათ გამოიყურებოდეთ ლამაზად, არამედ ცხიმის წვასაც შეუწყობს ხელს. რაც უფრო მეტია კუნთოვანი მასა, მით მეტი კალორიების დაწვა უწევს ორგანიზმს მათი კვებისთვის.
2მასაჟი
ცელულიტის საწინააღმდეგოდ სასარგებლოა მასაჟიც. შესაძლებელია ცელულიტის ყავის სკრაბით შემცირება. ყავის საშუალებით წრიული მოძრაობები სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს, ყავა კი კანს ამკვრივებს. შედეგი სამუდამოდ არ შენარჩუნდება. სამწუხაროდ, კანი გარკვეული პერიოდის შემდეგ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება.
3კონტრასტული შხაპი
წყალი ბუნებრივი საშუალებაა ცელულიტს წინააღმდეგ. მიიღეთ დილაობით კონტრასტული შხაპი, ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ასევე ამკვრივებს კანის ქსოვილებს.
4სწორი კვება
და ბოლოს, იკვებეთ სწორად! შეეცადეთ, მინიმალური რაოდენობით მიიღოთ ტკბილეული, შებოლილი პროდუქტები, ძეხვეული, გაზიანი სასმელები. მიიღეთ დღეში მინიმუმ 1.5-2 ლ წყალი, მწვანე ჩაი, წვენები. რაციონში შეიტანეთ ბევრი ბოსტნეული და ცოცხალი ხილი.ვარ
loading...