navigacia
...


რა არის სინამდვილეში ბიო ნარკოტიკები?


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ბიო-ნარკოტიკების თემა სულ უფრო აქტუალური ხდება. ბოლო პერიოდში საქართველოში ამ ''გასართობს'' არაერთი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გამუდმებით ისმის სიტყვა ''ბიო'', თუმცა ბევრმა არ იცის, რა არის ის სინამდვილეში. ე.წ. ბიო-ნარკოტიკის ოფიციალური სახელწოდება არის ''სპაისი'' და სინთეტიკური მოსაწევი ნაზავების ერთ-ერთი ბრენდია, რომელიც ბალახეულის სახით იყიდება. მას ფსიქოაქტიური ზემოქმედება აქვს, მარიხუანის მოქმედების ანალოგიური. ამ ნაზავის გაყიდვა ევროპულ ქვეყნებში 2004-2006 წლიდან დაიწყო. ძირითადად, ინტერნეტ-მაღაზიების მეშვეობით ვრცელდებოდა. მაშინვე არსებობდა ''სპაისის'' რამდენიმე სახეობა, ოდნავ განსხვავებული შემადგენლობებით. 2008 წელს დაადგინეს, რომ ნაზავის მოქმედი კომპონენტები სულაც არ იყო მცენარეული წარმომავლობის (როგორც მისი რეალიზატორები ამტკიცებდნენ), არამედ სინთეტიკური, ანუ ხელოვნური წარმონაქმნები გახლდათ, თანაც, საკმაოდ მავნებელი. დღესდღეობით სინთეტიკური კანაბინოიდები, რომლებიც ''სპაისში'' შემავალი აქტიური ნივთიერებაა, აკრძალულია რუსეთში, ამერიკაში და ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, რადგან დადგინდა, რომ ისინი მავნე ზემოქმედებას ახდენენ ადამიანზე - იწვევენ ფსიქიკურ აშლილობებს, ჰალუცინაციებს, ფსიქოზს, სუიციდისკენ მიდრეკილებას. თუმცა რაღაც გზებით ეს ახალი დროის საწამლავი მაინც შემოდის საქართველოში და ქართველი ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი ხდება მისი მოხმარება.

loading...
ADMIN 2663 0 2014-03-12
3.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 9
სტუმრები 9
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css