სახიფათო მოდა - ვარჯიში თუ თვითდაზიანება?
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ეს ადამიანი ბრაზილიელი ბოდიბილდერი არლინდა დე სოუზაა - ყველაზე დიდი კუნთების მფლობელი ბრაზილიაში. თუმცა ეს ბიცეფსები სულაც არ გახლავთ მხოლოდ დამღლელი ვარჯიშების შედეგი. არლინდა კულტურისტებს შორის საკმაოდ მოდურ ინიექციებზე ''შეჯდა'' - სინტოლზე, რომლის შემადგენლობაში მინერალური ზეთი და სპირტია.
სინტოლი გასული საუკუნის 90-იან წლებში გაჩნდა კულტურისტების არსენალში, კუნთების მოცულობის გასაზრდელად. მას ინიექციების სახით იკეთებენ და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მისი შემადგენლობა კარგა ხანს იყო იდუმალებით მოცული, ბოლო დროს კი ზოგიერთი ნივთიერება გამოაშკარავდა, მათ შორის სპირტი და რომელიღაც მცენარეული ზეთი, ასევე ლიდოკაინი. ''სპორტული ქიმიის'' სასწაულს საქართველოშიც ეტანებიან და რაც ყველაზე ცუდია, ის არა მხოლოდ კუნთებს ზრდის, არამედ მძიმე ინფექციებსაც იწვევს, რასაც შეიძლება მოჰყვეს კიდურების ამპუტაცია და სიკვდილიც კი.
არლინდო ახლა კი იცემს თავში ხელებს, მაგრამ საკუთარ თავს ვეღარაფერს უშველის, სამაგიეროდ, სურს დანარჩენებს მოუხმოს კეთილგონიერებისკენ. ''ჩემი მეგობარი პაულინიო ასეთი ინიექციების შეყვანის შედეგად გარდაიცვალა. ორივენი ვსარგებლობდით ამით, მაგრამ მას ცოტა მეტი დოზა მოუვიდა.
მსგავს კოქტეილებში ნავთსაც ურევენ და არავის ვურჩევ ამას. თვითონ ძალიან დავიღალე და შევწყვიტე ინიექციების გაკეთება'', - ამბობს არლინდო, რომელსაც სურდა, ლამაზი ტანი ჰქონდა და ახლა ხვდება, რომ ჩვეულებრივ სიმახინჯედ იქცა მისი კუნთები.
loading...
ADMIN |
1113 |
|
2014-03-17 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი