1. სპატიფილუმი (ცნობილია კიდევ, როგორც ''ქალური ბედნიერება''). ამ მცენარეს თუ შინ შეიტანთ და მარტოხელა ხართ, აუცილებლად იპოვით მეორე ნახევარს. ახალგაზრდა ოჯახურ წყვილებს კი აუცილებლად მატება ექნებათ.
2. ია. სახლში, სადაც ეს ყვავილი ხარობს, ნაკლებად ჩხუბობენ. ამ ყვავილს ბევრი მიიჩნევს ასევე მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ.
3. ლანცეტისებური ჰოია (სუროს ერთ-ერთი სახეობა). ზოგიერთ ქვეყანაში ჰოიას ერთ-ერთ სახეობას, კერის, ვალენტინობის დღესასწაულზე ჩუქნიან ერთმანეთს. ყველაზე კარგად მოქმედებს ოჯახურ ბედნიერებაზე, მით უმეტეს, თუ საძინებელში იქნება მისი ქოთანი.
4. მირტუსი. ამ მცენარეს შეუძლია, თქვენი ქორწინება იღბლიანი გახადოს, მოწიფულ ოჯახში კი სიმშვიდე და ბედნიერება მოაქვს. ბევრ ქვეყანაში ამ მცენარეს კარგ საჩუქრად მიიჩნევენ ახალდაქორწინებულებისთვის.
5. ოქსალისი (მჟაუნა). თუ გსურთ სიყვარულის პოვნა ან ოჯახის შენარჩუნება, აუცილებლად გაახარეთ სახლში ეს მცენარე.
6. ქლოროფიტუმი. ხალხში ამბობენ, რომ ამ ოთახის მცენარეს ოჯახში სიმშვიდე და ბედნიერება მოაქვს.
7. კენაფი, ანუ ჰიბისკუსი (ბალბისებრთა ოჯახის მცენარე) ვნებიანი სიყვარულის წყარო ყოფილა. ის ასევე მიიჩნევა ოჯახური ბედნიერების სიმბოლოდ და მცველად.
8. აიქრიზონი. ხალხში მას ''სიყვარულის ხესაც'' უწოდებენ. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ მას სახლში ბედნიერება და სიყვარული მოაქვს.
9. ანტურიუმი (''მამაკაცის ბედნიერება''). ამ მცენარეს განსაკუთრებული ბედნიერება და წარმატება მოაქვს მამაკაცებისთვის, მათ მამაკაცურ ძალას სძენს.
10. კალათეა. ეს მცენარეც ოჯახური ბედნიერების მცველად და სიმბოლოდ მიიჩნევა.
loading...