navigacia
...


როგორ შევარჩიოთ საწოვარა


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

“მატყუარა” მეგობრის ამბავი
ალბათ, გინახავთ პაწია, რომელიც ენერგიულად წოვს მატყუარას და ამავე დროს ორივე ხელში ასეთივე საწოვარები აქვს ჩაბღუჯული. ნუთუ ასეთი გემრიელია დედიკოს ძუძუს ეს ხელოვნური ანალოგი? ფაქტი ჯიუტია: ზოგიერთი პატარა “ამქვეყნად ყველაზე საყვარელ და გემრიელ ნივთს”, რომელიც, ყველა სიკეთესთან ერთად, “ატყუებს” კიდეც, სკოლის მერხამდე ვერ ელევა.

კომფორტული ტრაპეზი
მას შემდეგ, რაც პაწაწინა სამშობიარო სახლიდან თბილსა და მყუდრო შინაურ გარემოში გადმოინაცვლებს, მშობელთა გაფართოებულ საბჭოს თავსატეხი უჩნდება: სად დადგან ახალშობილის საწოლი? კომბოსტოსავით გაახვიონ თუ საცოცავის ამარა დატოვონ? დაბოლოს, რამდენი ათეული ბოთლი და საწოვარა შეუძინონ, რომ ბავშვი შიმშილით არ მოკვდეს?
ამ კითხვებს, რომლებიც პატარას დაბადებისთანავე ყველა ოჯახში ჩნდება, პედიატრებმა დიდი ხანია გასცეს პასუხი. მაგალითად,


ასეთი: ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვი რომ დაანაყროთ, 5 დიდი და 3 პატარა ბოთლი სავსებით საკმარისია.
ამჟამად მაღაზიებსა და აფთიაქებში სხვადასხვა ფორმისა და მასალის (შუშის, პლასტმასის) ბოთლები იყიდება. ტექნიკა იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთ მათგანში სპეციალური მოწყობილობაც კია ჩამონტაჟებული, რომელიც რძის ნაკადის სისწრაფეს არეგულირებს და სარქვლის საშუალებით ჰაერს პაწიას პირისკენ არ უშვებს. ხომ შესანიშნავი საშუალებაა მუცლის ჭვალის (კოლიკის) პროფილაქტიკისთვის?!
არანაკლები მნიშვნელობა აქვს ბოთლზე წამოსაცმელი მატყუარას სწორ შერჩევას. ის უმთავრესად ორი მასალისგან მზადდება: ლატექსისგან – უფრო რბილია და ღია ყავისფერი შეფერილობა აქვს – და სილიკონისგან, რომელიც გაცილებით მკვრივი და გამჭვირვალე გახლავთ.
საწოვარა მრავალნაირია: საგანგებოდ ახალშობილებისთვის განკუთვნილი, მინი (დღენაკლულებისთვის), ანატომიური (ორთოდონტური), რომელიც შედარებით მოზრდილი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და თანკბილვის დარღვევის თავიდან ასაცილებლად მოიგონეს, სარქვლიანი – ნაკადის მარეგულირებელი სისტემით და ა.შ.
ასეთმა მრავალფეროვნებამ მშობლები შეიძლება გვარიანად დააბნიოს, ამიტომ გირჩევთ:
. ახალშობილისთვის მეტად მოხერხებულია თავწაკვეთილი საწოვარა. ის პირის ღრუში მოხერხებულად თავსდება, თანაც მის ირიბად გადაჭრილ თავს რძე მთლიანად ავსებს და წოვის დროს პატარას ნაკლები ჰაერი ეყლაპება.
. ბოთლზე წამოსაცმელი საწოვარას შერჩევის დროს უთუოდ გაითვალისწინეთ, როგორი კონსისტენციის ფიას მიირთმევს პატარა ღორმუცელა. მეტად თხევადი შიგთავსისთვის, მაგალითად, ჩაისთვის, წვენისა და ნახარშებისთვის, წვრილნასვრეტიანი საწოვარა გამოგადგებათ. რძის პროდუქტების სმა პატარას საშუალო ზომის ნასვრეტიდან უფრო გაუადვილდება, ხოლო ფაფებითა და რბილობიანი წვენებით პირის ჩასატკბარუნებლად იდეალურია ფართონასვრეტიანი საწოვარა.

რა უნდა ვიცოდეთ საწოვარას შესახებ
ახალშეძენილი მატყუარა უთუოდ გამოხარშეთ. უკიდურეს შემთხვევაში, მდუღარე მაინც გადაავლეთ.
ახალშობილს უმჯობესია სილიკონის მკვრივი საწოვარა ჩაუდოთ პირში, რომელიც ხშირი გამოხარშვისა და წოვისგან ფორმას იოლად არ დაკარგავს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია საწოვარაზე წამოცმული პლასტმასის სატუჩის ფორმა. მას ცალ მხარეს (ცხვირთან) ნაჭდევი უნდა ჰქონდეს, რომ პატარამ თავისუფლად ისუნთქოს.
თუკი ბავშვი საწოვარას ღამითაც არ იცილებს, სასურველია, სატუჩე უხეში პლასტმასისა კი არა, რბილი მასალისა ჰქონდეს.

bye-bye, საწოვარავ!
მატყუარასთან განშორება ბევრ ბავშვს ისევე უჭირს, როგორც დედიკოსთან და პაწია საწოვარას რომ გადააჩვიონ, მშობლებს ნამდვილი სამკვდრო-სასიცოცხლო ომის გადახდა უწევთ.
პედიატრების აზრით, მატყუარასთან განშორებისთვის იდეალური ასაკი 1,5 წელია. ამაზე მეტხანს წოვა ხელს შეუშლის თანკბილვის განვითარებას.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ საწოვარიანი ბოთლის დღენიადაგ პირში დება სასურველი არ არის – პირის ღრუში ბაქტერიები გროვდება და კარიესს აჩენს.

loading...
ADMIN 1121 0 2014-12-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 8
სტუმრები 8
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css