navigacia
...


კვების ანაბანა


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ბავშვის კვების ანაბანა
გვესაუბრება ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკის დირექტორი, მედიცინის დოქტორი ინგა მამუჩიშვილი:

– საუკეთესო, რაც კი პატარას შეგვიძლია შევთავაზოთ, თანაც – სრულიად უწვალებლად და უფასოდ, ბუნებამ შექმნა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: დედის რძეს ანალოგი არ გააჩნია. მისი ყველა კომპონენტი მოუმწიფებელი კუჭ-ნაწლავისთვის ადვილად ასათვისებელია. შეიცავს საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს, მრავალი ინფექციური დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ბუნებრივ კვებაზე გაზრდილებს უფრო იშვიათად ემართებათ შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი (შესაბამისად, ინფარქტი და ინსულტი), ალერგიული დაავადებები. თანაც ძუძუს წოვება მხოლოდ ბავშვისთვის როდია სასარგებლო; ის ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმშვას და ფორმის აღდგენაში ეხმარება, ძუძუსა და საკვერცხის კიბოს განვითარების რისკსაც ამცირებს.
წინათ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მიღებული იყო დამატებითი კვების რაც შეიძლება ადრე დაწყება. ხილის წვენს ბუნებრივი კვების დროსაც კი სამი კვირის ასაკიდან ვაძლევდით. დღეს შეხედულებები შეიცვალა. ამერიკელი ავტორები წვენებისგან 6 თვემდე თავის შეკავებას გვირჩევენ. მანამდე ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტი რძის გარდა სხვა საკვების გადასამუშავებლად მზად არ არის. სხვა საკვების დანიშვნა ორგანიზმის ალერგიზაციას, ფერმენტული სისტემის გადატვირთვას იწვევს. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს საკითხი, ისევე, როგორც ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, მეტად ინდივიდუალურია. კუჭ-ნაწლავის ფერმენტული აქტივობა ყველა ბავშვს ერთნაირი როდი აქვს. შეკრულობისკენ მიდრეკილ ბავშვებს დამატებით საკვებს ზოგჯერ უფრო ადრეც ვურთავთ რაციონში და კარგ შედეგსაც ვიღებთ.

ვიმეორებ: ეს მონაცემები ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს ეხება. თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა და რძეც ჰყოფნის, სასურველია, ექვსი თვე მეტი არაფერი მივცეთ – არავითარი დამატებითი საკვები, წვენი თუ წყალი. შემდეგ კი მალ-მალე ვასინჯებთ ახალ-ახალ საკვებს და სწრაფად ვაფართოებთ მენიუს.
საბჭოთა სკოლა პირველ დამატებით საკვებად ბოსტნეულის პიურეს აღიარებდა, ამერიკელი და ევროპელი ავტორები კი ფაფას ანიჭებენ უპირატესობას. ჩვენ ამ საკითხსაც ინდივიდუალურად ვწყვეტთ. ჭარბწონიან ბავშვებს პირველად ბოსტნეულის პიურეს ვთავაზობთ. თუ ბავშვი წონას ძნელად იმატებს, სჯობს, პირველად ფაფა გავასინჯოთ.
ძროხის რძე ხშირად იწვევს ალერგიას, თანაც მისი შემადგენლობა ოპტიმალური ხბოსთვის არის და არა ჩვილისთვის. მასში შემავალი ცილა კაზეინი რთული გადასამუშავებელია და შესაძლოა, ბავშვს დისკომფორტი შეუქმნას. ასე რომ, ძროხის რძის და მისი ნაწარმის დანიშვნას არ ვჩქარობთ. საღი რძის მიცემას წლის შემდეგ ვამჯობინებთ, მაწვნისას – 6 თვიდან, ხაჭოსას – 4-5 თვიდან.

გაუმართლებლად ითვლება დედის რძის შემცვლელად მაწვნის გამოყენება. სამედიცინო ლიტერატურაში ბევრი ავტორი ადასტურებს, რომ ის იწვევს ე.წ. დიაპედეზურ სისხლდენებს – სისხლის დაკარგვას სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევის გარეშე, ამიტომ ამ პროდუქტს 6 თვემდე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვუნიშნავთ, მაგალითად, მაშინ, როდესაც ოჯახი ეკონომიურად ძალზე ხელმოკლედ ცხოვრობს და ყველაზე იაფფასიანი ნარევის შეძენაც არ შეუძლია, როგორც გამონაკლისი, მაწონი ბავშვს 4 თვის ასაკიდანაც შეიძლება მივცეთ, ოღონდ ეს უნდა იყოს ერთი, მაქსიმუმ, ორი კვება. დროულად და სწორად დანიშნული მაწონი კი სასარგებლოა, უფრო მეტიც – აუცილებელია. ჯერ ერთი, კაზეინი მასში ნაწილობრივ დაშლილი და უფრო ადვილად მოსანელებელია, თანაც, ბედნიერი დამთხვევის წყალობით, რძეს სწორედ ის ბაქტერიები ადედებს, რომლებიც ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავებში სახლობს, ამიტომ მაწონი ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას, ნორმალური ფლორის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ეს კი მეტად მნიშვნელოვანია საჭმლის მომნელებელი სისტემის და, საერთოდ, ორგანიზმის ნორმალური განვითარებისთვის.
6 თვის ასაკიდან უკვე შეიძლება, ბავშვს ხორცის ბულიონისგან მომზადებული სუპი, თავდაპირველად – არაუმეტეს 50 მლ-ისა, და თეთრი პურის ორცხობილა მივცეთ. ერთი კვირის შემდეგ მთლიანი ულუფის მიღებაც დასაშვებია. 7 თვისას ხორციც გაასინჯეთ. თავდაპირველად გუფთა მიეცით, ხოლო 8 თვიდან – ორთქლზე მომზადებული კატლეტიც. ამავე ასაკიდან შეიძლება მიიღოს ღვიძლი, თევზი და სხვა.
ახალი საკვებიც იწვევს აირების დაგროვებას, ამიტომ პედიატრებს ხშირად გვიხდება გაზმდენი საშუალებების გამოყენება, უმეტესად – სპაზმის მომხსნელ საშუალებებთან კომბინირებულად. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია „ავერსი-რაციონალის“ ნაწარმი ანბერ-ბეიბი. საერთოდ, ვცდილობ, ჩემს პატარა პაციენტებს ქართული პრეპარატები დავუნიშნო, რადგან ისინი უკეთ არის მორგებული ჩვენს სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ გარემოს. მინდა გითხრათ, რომ ყველას, ვისაც ეს პრეპარატი დავუნიშნე, აირების პრობლემა, ფაქტობრივად, მაშინვე მოეხსნა.

loading...
ADMIN 1291 0 2014-12-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 8
სტუმრები 8
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css