ლონდონში “მის მსოფლიო 2014”კონკურსი გაიმართა. პლანეტის ულამაზესი ქალის ტიტული სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელმა მოიპოვა.
22 წლის როლინ სტროსი სამედიცინო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტია. თავისუფალ დროს ის ლიტერატურის კითხვითა და გოლფის თამაშით არის დაკავებული. მსოფლიოს პირველი ლამაზმანი ფლეიტაზე, გიტარასა და ფორტეპიანოზეც შესანიშნავად უკრავს.
loading...