+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება
ვქეიფობთ, თამადა ვარ და მორიგი სადღეგრძელო უნდა შევთავაზო სუფრის წევრებს.მეგობრებო,მე მინდა ქართველი ქალის სადღეგრძელო შემოგთავაზოთ, ყველაზე ლამაზის, სათუთის, ნაზის... დედის, დის, ცოლის სადღეგრძელო მინდა შევსვათ. წუთით მაინც თუ წარმოვიდგენთ ჩვენს ცხოვრებას ქალების გარეშე,როგორი უსახური და ერთფეროვანი მოგვეჩვენება ის. ქალი არის დედამიწის უძვირფასესი სამკაული-შეუფასებელი და დაუფასებელი.მოდი გაუმარჯოს დღევანდელ ცხოვრებაში მანდილის თუ არა, იმ სინდის-ნამუსის მატარებელ ღირსეულ ქალს, რომელიც გვაფიქრებინებს, ღმერთმა როგორ გაიმეტა ასეთი არსება მიწაზე გასაჩენადო, ქართველი მანდილოსნებისა იყოს! ქალს?ქალს მარტო ნუ დავტოვებთ, სანამ ქვეყნად ვარსებობთ. ქალი? ქალი საფერებლად გაჩენილა კაცებო.