navigacia
...


დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი საექთნო კოლეჯს ხსნის


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

საქართველოში პირველი საერთაშორისო დონის საექთნო კოლეჯი საქართველოში დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე 15 თებერვალს იხსნება. მაღალ რეიტინგული სტუდენტების სწავლის საფასურს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი” დააფინანსებს, ასევე კორპორაცია სტუდენტებისთვის შეღავათიანი სასწავლო კრედიტის გაცემას უზრუნველყოფს.

საექთნო კოლეჯი საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ექთნებს მოამზადებს, რაც ქვეყანაში საექთნო საქმის განვითარებას შეუწყობს ხელს. კოლეჯის სასწავლო პროგრამა აშშ-ს ექთნების სალიცენზიო გამოცდის (NCLEX)-ის მოთხოვნების შესაბამისადაა აგებული და როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენოვან ჯგუფებს გამოუშვებს.

კოლეჯის სასწავლო პროგრამა 2 წლიანია. სტუდენტთა მიღება განხორციელდება ორ ნაკადად თებერვალსა და სექტემბერში.

კოლეჯის კურსდამთავრებულთათვის „სამედიცინო კორპორაცია ევექსი” უზრუნველყოფს მაღალანაზღაურებად დასაქმებას კორპორაციის ქსელში შემავალ კლინიკებში. ამასთანავე საექთნო კოლეჯის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩააბარონ აშშ-ს საექთნო სალიცენზიო გამოცდა (NCLEX), რომელიც მათ აშშ-ს მწვანებარათსა (Green Card) და ამერიკის სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობის უფლებას მისცემს.

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსისტეტის საექთნო კოლეჯი და „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ 24 იანვარს, 12:00 სთ-ზე ღია კარის დღეს თბილისში, წერეთლის # 117- ში გამართავს.

ღია კარის დღეებზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ ელ. ფოსტის college@dtmu.edu.ge ან საკონტაქტო ნომრის საშუალებით +(995) 322 14 26 65. +(995) 322 35 77 70.

loading...
ADMIN 1145 0 2016-01-24
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css