navigacia
...


ღორის გრიპი


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ღორის გრიპის ეპიდემია 2009 დაიწყო მექსიკის სამ რეგიონში ერთდროულად, სეზონური გრიპის კლინიკური ნიშნების გამოვლენით, რომელიც სწრაფად ვრცელდებოდა ადამინთა შორის. 24 აპრილს დადასტურდა, რომ ახალი მწვავე ვირუსული ინფექციის გამომწვევია გრიპის A ტიპის H1N1 შტამი[1]. ღორის გრიპის ინფექციის პირველი ლოკალური აფეთქება გამოვლინდა მარტის თვეში[2]. მალე დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა მექსიკის მრავალ რეგიონში და აშშ-ში. 28 აპრილისათვის ვირუსული ინფექციის შემთხვევები აღიწერა ესპანეთში, დიდი ბრიტანეთში, ახალ ზელნდიაში და ისრაელში და ’სავარაუოდ’ ინფიცირებულთა რიცხვმა 4000-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მდგომარეობა შეაფასა, როგორც პანდემის „მე-5 ფაზა“[3][4].

გამომწვევი


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით A(H1N1), რომელიც გავრცელდა ადამიანებს შორის და გამოიწვია 2009 წლის ეპიდემია, არის გრიპის A ტიპის H1N1 შტამის აქამდე უცნობი ვერსია. ამ ახალი შტამის თავისებურება ისაა, რომ იგი შეიცავს ადამიანთა შორის სეზონურად გრიპის აფეთქებების გამომწვევი H1N1 შტამისა და ფრინველის გრიპის გამომწვევი A ტიპის H5N1 შტამის მსგავს გენეტიკურ მასალას

გადამდებობა


ახალი შტამი A (H1N1) ყველაზე უფრო კონტაგიოზური ანუ გადამდები აღმოჩნდა აქამდე აღწერილ შემთხვევებს შორის. იგი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად ჰაერ-წვეთოვანი გზით: ხველებით, ცემინებით, დაინფიცირებული საგანთან შენახები ხელის პირთან ან ცხვირთან კონტაქტით. ხველებისა და ცემინების დროს ვირუსის შემცველი წვეთები ჰაერში ვრცელდება და ამგვარად შესაძლებელია მოხდეს სხვა ადამიანის ინფიცირება ან სხვადასხვა საგნებისა და ზედაპირების ვირუსით დაბინძურება. გარდა ამისა, საგნები ინფიცირებულად შეიძლება ჩავთვალოთ, თუ იგი კოტაქტში იყო დასნებოვნებულის თვალთან, ცხვირთან ან პირთან.

A(H1N1) არ ვრცელდება საკვებით, მათ შორის, ღორის ხორცით ან სხვა პროდუქტით მომზადებული საკვებიდან, რომელიც თერმულად არის დამუშავებული (შემწვარი ან მოხარშული). ვირუსი კვდება 75-100 °C (167-212 °F) ტემპერატურაზე.როგორც კვლევებით დადაგინდა ადამიანის დაავადების უნარს ზედაპირზე მოხვედრილი A(H1N1)გრიპის ვირუსიინარჩუნებს 2-8 საათია განმავლობაში.

ინკუბაცია


ინფიცირებული ადამიანიდან A(H1N1) ვირუსის ინფექცია სხვა ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე, წინა დღეს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ დაავადებულია და ინფექციის გამავრცელებელი იყოს. ადამიანი, ინფექციის გადამდებია, სიმპტომების გამოვლენიდან 7 და მეტი დღის განმავლობაში. ბავშვები გადამდები არიან უფრო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.

სიმპტომები


A(H1N1) გრიპის სიმპტომები ადამიანში ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის ინფექციისა. დაავადების ნიშნებია: თავის ტკივილი, სხეულში მტვრევის შეგრძნება, კანკალი, სისველე ცხვირში, ყელის ტკივილი, ხველა, ცხელება, ორგანიზმის დასუსტება. ზოგიერთ პაციენტებში ვლინდება დიარეა და ღებინება. დაავადების პროგრესირებისა და მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ყალიბდება პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და სიკვდილი. ღორის გრიპით დასნებოვნებულ ადამიანებში დაავადების მძიმე ფორმა წარსულშიც ყოფილა აღწერილი. სენონური გრიპის მსგავსად, ღორის გრიპის ვირუსული ინფექციამ შეიძლება გააუარესოს მანამდე არსებული ქრონიკული დაავადების მიმდინარეობა.

პროფილაქტიკა


ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ჯანმრთელობის გაფრთხილება: დიდხანს ძილი, ფიზიკური აქტიურობა, სტრესებისაგან თავის არიდება, სითხეების მიღება უხვი რაოდენობით, ვიტამინებით მდიდარი და ბალანსირებული კვება.
ღორის გრიპისგან თავდაცვის პირველი და უმთავრესი წესია ხელების დაბანა. ხელების დაბანა ხშირად, საგულდაგულოდ, თბილი წყლით და საპნით ან სპირტზე დამზადებული დასაბანი საშუალებებით, ნახევარი წუთის განმავლობაში ძალიან ეფექტურია. სიფრთხილისათვის კარგია, თუ ადამიანი არ შეეხება ისეთ საგნებს ან ზედაპირებს, რომლებიც შესაძლოა, რომ დაინფიცირებული იყოს.
მოერიდეთ ხალხმრავალ და საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, სადაც მეტია შანსი დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტისა.
მოერიდეთ დაინფიცირებულ ადამიანებთან პირისპირ კონტაქტს. პირბადე დაგიცავთ ცემინების ან ხველების დროს ჰაერში გაფანტული ვირუსული წვეთებისაგან.

ანტივირუსული საშუალებები


მთავარი ანტივირუსული სამკურნალო პრეპარატებია: ნეირამინიდაზას ზოგადი ინჰიბიტორები ტამიფლუ(ოსელტამივირი) და რელენზა(ზანამავირი). ნეირამინიდაზა ვირუსის გარსზე მდებარე პეპტიდია რომლის ცვალებადობაც იწვევს ვირუსისათვის სხვადასხვა სახელის მინიჭებას. მაგ H1N1,N2,N3. H - არის ჰემააგლუტინინი.
ასევე შესაძლებელია ზოგადი ვირუსის დნმ–მაბლოკირებელი პრეპარატების მიღება (მაგ. არბიდოლი, რემანტადინი).
ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია პროფესიონალი ინფექციონისტის მეთვალყურეობა და დროული კონსულტაცია.

ღორის გრიპის ვირუსი ვერ უძლებს მაღალ ტემპრერატურას 75-100 °C (167-212 °F) და კდვება.
ვირუსი მგრძნობიარეა ქიმიური საშუალებებისადმი, ესენია: წყალბადის ზეჟანგი, დეტერგენტები (საპონი), იოდზე დამზადებული ანტისეპტიკური საშუალებები, სპირტი და ქლორი.
დაინფიცირებული ადამიანის ნახმარი ჭურჭელი და თეთრეული უნდა გაირეცხოს ცალკე, ქლორირებული სარეცხი საშუალებებით, ცხელ წყალში.

სადეზინფექციო საშუალებები


70% ეთილის სპირტი
20% ლიზოლი

მკურნალობა

ანტივირუსული თერაპია: ღორის გრიპის ვირუსი A (H1N1) მგრძნობიარეა ნეირამინიდაზა ინჰიბიტორებისადმი (ზანამივირი, ოსელტამივირი). ანტივირუსული თერაპია რეკომენდებულია მხოლოდ მაღალი რისკის პაციენტებში: ორსულები, ბავშვები, 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანები, ქრონიკული პათოლოგიებით დაავადებულები, დადასტურებული H1N1 ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტში მყოფები და სხვა [1]
ჟანგბადი
სიმპტომური თერაპია:ანტიპირეტიული (აცეტამინოფენი) და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. 18 წლამდე ასაკის ავადმყოფებისათვის არა არის რეკომენდებული ასპირინის შემცველი პრეპარატების გამოყენება, რეის სინდრომის განვითარების რისკის გამო [2].

loading...
ADMIN 1081 0 2016-01-23
5.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css