navigacia
...


H1N1- ხელმეორედ დაავადების რისკი არ არის!


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

,, ღორის გრიპით“ ხელმეორე დაავადების საშიშროება არ არსებობს. ამის შესახებ ,,პრაიმტაიმნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით კი 112 და ჯანდაცვის სამინისტრო ერთობლივი ძალებით მუშაობენ.

პაატა იმნაძის თქმით, სარისკო ჯგუფში ძირითადად ბავშვები და ფეხმძიმეები არიან და მათი დაავადების შანსი გაცილებით მეტია.

„ დღეს, მიმართვიანობის მაჩვენებელი 100 ათას ადამიანზე 273-ა, რაც დიდია, თუმცა არასაკმარისი, იმისთვის,რომ ეწოდოს ეპიდემია. ბოლო კვირის ყველაზე კარგ ამბად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ხელმეორედ დაავადების საშიშროება არა არის. თუ თქვენ მოხდილი გაქვთ H1N1 ის აღარასდროს შეგაწუხებთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

გავრცელებული ვირუსის გამო მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ფაქტობრივად, ვეღარ ერეოდნენ გამოძახებებს და პაციენტამდე მისასვლელად საკმაოდ დიდი დრო სჭრდებოდათ. ამ პრობლემასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ 112-ის პიარ მენეჯერს, სოფო ალექსიძეს.

,, 112-მა და ჯანდაცვის სამინისტრომ გააერთიანეს თავიანთი ძალები და შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით განსაზღვრეს პაციენტის პრიორიტეტულობა. მაგალითად, თუ პაციენტი დაბალ პრიორიტეტულია მასთან აგზავნიან ოჯახის ექიმს, ხოლო, მაღალი პრიორიტეტის მქონე პაციენტებთან – სასწრაფო ბრიგადებს. ეს, თავის მხრივ, არეგულირებს და აწესრიგებს პროცესს. მოსახლეობა ოდნავ ჩივილზეც რეკავს სასწრაფოში“, – განუცხადა ,,პრაიმტაიმნიუსს“ სოფო ალექსიძემ.

H1N1- ვირუსი, რომელიც ცნობილია, როგორც „ღორის გრიპი“.

ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი, რომელიც, ჩვეულებრივ, ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში გვხვდება, თუმცა, 2009 წლიდან ადამიანებშიც გავრცელდა.

ავტორი: მარიამ ჭეიშვილი

loading...
ADMIN 1058 0 2016-01-24
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css