navigacia
...


ხალხური მედიცინა რადიკულიტის წინააღმდეგ


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

რადიკულიტი ზურგის ტვინის ნერვთა ფესვების ანთებაა. დაავადების ძირითადი მიზეზია ხერხემლის ოსტეოქონდროზი. ადგილმდებარეობის მიხედვით განასხვავებენ წელის, მკერდისა და კისრის რადიკულიტს. სიმპტომები 1. ძლიერი ტკივილი. ზურგის ტვინის ფესვების ანთების ადგილზე ხშირად ყრუ ტკივილი აღმოცენდება. ამ შემთხვევაში ტკივილი დამცველი მექანიზმის როლს ასრულებს, სიგნალს იძლევა, რომ მოცემულ ადგილზე ნერვულ დაბოლოებებში დარღვევაა. 2. მგრძნობელობის მოშლა. ზურგის ტვინის ერთ–ერთი ფუნქცია იმპულსების გადაცემა და თავის ტვინსა და კიდურების კუნთებს შორის უკუკავშირია. ზურგის ტვინის ნერვების ფესვების ჩაჭედვის გამო, კუნთების მგრძნობელობა ირღვევა. 3. სისუსტე სხეულში. მიზეზი იგივეა – კუნთებს შორის კავშირის დარღვევა. იმპულსების გადაცემის ხანგრძლივი მოშლის შედეგად შეიძლება კუნთების ატროფია განვითარდეს. რადიკულიტით ყველაზე ხშირად საშუალო ასაკის ადამიანები და ხანდაზმულები იტანჯებიან. საქმე ისაა, რომ წლების მატებასთან ერთად ხერხემლის მალთაშუა ხრტილები გადაგვარებით ცვლილებებს განიცდიან, მექანიკურ გამძლეობას კარგავენ, იჭედებიან. ზოგჯერ რადიკულიტი მძიმე ფორმით მიმდინარეობს. ზურგში ტკივილის გამო შეუძლებელია დახრა, წელში გამართვა. დაავადება შეიძლება ადამიანს მრავალი თვე აწუხებდეს და შემდეგ ქრონიკულ ფორმაში გადავიდეს. მკურნალობა ვინაიდან რადიკულიტის მიზეზი ნერვული ფესვების ანთება ან ჩაჭედვაა, პირველ რიგში, მკურნალობა მიმართულია ანთებისა და ტკივილის მოსახსნელად. თუ ადამიანი ძლიერ ტკივილს განიცდის, მასაჟი, ცხელი აბაზანა, თბილი კომპრესები და გამათბობელი მალამოები რეკომენდებული არ არის. ტკივილი იმაზე მეტყველებს, რომ ნერვის ფესვი დაზიანებულია, ამ ადგილზე დარღვეულია ქსოვილის სისხლით მომარაგება, შეშუპებაა. ხოლო თბილი პროცედურები და მასაჟი პრობლემას მხოლოდ გააღრმავებს. ძლიერი ტკივილის დროს აუცილებლად ექიმს მიმართეთ. ექიმის მოსვლამდე (ან მისი გამოძახების საშუალება თუ არ არის) საწოლში ჩაწექით და თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი მდგომარეობა შეარჩიეთ. დალიეთ ტკივილგამაყუჩებელი და მტკივნეული ადგილი ტკივილის მოსახსნელი მალამოთი დაიზილეთ. ზემოდან თბილი საბანი დაიფარეთ. რამდენიმე დღე ავადმყოფს სრული სიმშვიდე ესაჭიროება. რადიკულიტის მკურნალობის ხალხური საშუალებები მას შემდეგ, რაც ძლიერი ტკივილი დაცხრება, შეგიძლიათ რადიკულიტის მკურნალობის ხალხური მეთოდები მოსინჯოთ. ნიორი. 3–4 დიდი თავი ნიორი ქვაბში მოათავსეთ და 0,5 ლიტრი წყალი დაასხით. 30–40 წამი ადუღეთ. მოხარშულ ნიორს კანი გააცალეთ და ფაფად აქციეთ. ნარევი ქსოვილში გაახვიეთ და მტკივნეულ ადგილას დაიდეთ. კომპრესზე ჯერ პოლიეთილენი დაიფარეთ, ზემოდან შარფი. შეგიძლიათ კომპრესი სხეულზე ბინტით დააფიქსიროთ. სახვევი მთელი დღე გქონდეთ. ღამით კომპრესი მოიხსენით. შავი ბოლოკი. ბოლოკი გაასუფთავეთ და გახეხეთ. შემდეგ ემალის ჭურჭელში გადაიტანეთ და დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ. მზესუმზირის ზეთში დასველებულ ტილოს ქსოვილზე ცხელი ბოლოკის ფენა მოათავსეთ და მტკივნეულ ადგილას დაიდეთ. გაიჩერეთ მანამ, სანამ მოთმინება გეყოფათ. პროცედურა დღეგამოშვებით გაიმეორეთ. ალოეს ნაყენი. ეს საშუალება მეტად ეფექტურია. აიღეთ 3–5 წლის დაახლოებით 400 გრამი ალოე (გამოყენების წინ მცენარე 4–5 დღე არ მორწყოთ). ალოეს ფოთლები ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, 600 გრამი მაისის თაფლი და ამდენივე მაგარი ღვინო დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და გრილ ადგილას 5 დღე დადგით. პირველი ხუთი დღის განმავლობაში 1 ჩაის კოვზი ნაყენი დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე მიიღეთ, მომდევნო 2–4 კვირაში თითო სუფრის კოვზი გამოიყენეთ. ღანძილის ნაყენი. მტკივნეული ადგილი ღანძილის ნაყენით დაიზილეთ. სამლიტრიანი ქილა პირამდე ღანძილით აავსეთ და სპირტი დაასხით. ქილა ბნელ, გრილ ადგილას 1 თვე დადგით. შემდეგ გაწურეთ და მინის ბოთლში გადაიტანეთ. მაცივარში შეინახეთ. ცხვრის შალი. ძალიან კარგად ეხმარება ნატურალური შალის ქსოვილი. ერთი საათი წინასწარ მარილიან ხსნარში დაალბეთ და ამის შემდეგ გააშრეთ. მტკივნეული ადგილი ამ შალის ქსოვილით შეიხვიეთ და სახვევი მთელი ერთი დღე–ღამე გქონდეთ. აპითერაპია. ფუტკრის დახმარებით მკურნალობა საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება რადიკულიტის ქრონიკული ფორმის დროს. გახსოვდეთ, დაავადების გამწვავებისას მეფუტკრეობის პროდუქტები არ გამოიყენება, მაგრამ ქრონიკული მიმდინარეობისას ფუტკრები კარგად ეხმარებიან. ფუტკრის კბენა დაზიანებულ ადგილზე სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, გაცვლითი პროცესების აქტივიზაციას ეხმარება. შედეგად ვენური უკუდენა ძლიერდება და ნერვული ფესვების მდგომარეობის ნორმალიზება ხდება. დაიცავით ერთი მეტად მნიშვნელოვანი წესი: გართულების თავიდან აცილების მიზნით, აპითერაპიის გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ ავადმყოფს ფუტკრის შხამზე ალერგია არ აქვს

loading...
ADMIN 1936 0 2014-02-12
5.0/5 из 2

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css