navigacia
...


ხერხები იდეალური მუცლის მისაღწევად ვარჯიშისა და დიეტების გარეშე


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ფიქრობთ, რომ იდეალური სხეულის ფორმების მიღება ვარჯიშისა და დიეტების გარეშე შეუძლებელია? თქვენთვის კარგი სიახლე გვაქვს: არსებობს სხვა ხერხებიც... ამისთვის საკმარისია გაითვალისწინოთ ფიტნეს-კონსულტანტებისა და დიეტელოგების მიერ შედგენილი 9 იოლი რჩევა. მაშ ასე, როგორ მივაღწიოთ საოცნებო აღნაგობას?
1. გაასწორეთ წელი

გაასწორეთ წელი და დაიჭირეთ პოზა!- ამგვარად მუცლის კუნთები დაიჭიმება, დგომის მანერა დაიხვეწება და თქვენი ფიგურაც მოხდენილობას შეიძენს. დაბალი გოგონებისთვის ეს, საერთოდაც, ნომერ პირველი წესია - ამგვარი დგომის წყალობით, მათ სიმაღლეს მეტი ვიზუალური ეფექტი ექნება.

2. მიირთვით ბევრი წყალი

შეეცედეთ დღის განმავლობაში 6-8 ჭიქა წყალი მაინც დალიოთ. გაითვალისწინეთ, რომ ჩაი, ყავა, ნატურალური წვენები და გაზიანი სასმელები (მინერალური წყლებიც კი) ამ სიაში არ შედის. ამ დავალების შესასრულებლად შეგიძლიათ თან ატაროთ მცირე მოცულობის, წყლით სავსე ბოთლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხეული თავად დაიწყებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყლის რაოდენობის დაზოგვას, რაც თქვენს ფიგურაზე დადებითად ნამდვილად არ აისახება. ამასთან, მეცნიერების მტკიცებით, წყლის დეფიციტის დროს, სწორედ მუცლის არეში გროვდება ზედმეტი ცხიმები.

3. იკვებეთ შეგნებულად

არასოდეს მიირთვათ საკვები ტელევიზორის წინ - ამან, შესაძლოა, საკვების უკონტროლო შთანთქმა გამოიწვიოს და არასასურველი კილოგრამების სათავე გახდეს. საკვების მიღება აქციეთ რიტუალად: დააგემოვნეთ საჭმელი, მიირთვით აუჩქარებლად და ეცადეთ, ღეჭვის პროცესში კარგად დააქუცმაცოთ (თითო ლუკმა მინიმუმ 10-ჯერ უნდა დაღეჭოთ). გადარბენით საკვების მიღების დროს, თქვენ დამატებით ჰაერსაც ყლაპავთ, რაც მუცლის შებერილობას იწვევს და ვიზუალურად მას კიდევ უფრო ადიდებს.

4. მიირთვით რძის პროდუქტები

იმისთვის, რომ თქვენმა ორგანიზმმა სრული ძალებით იფუნქციონიროს, ყოველდღიურად მიირთვით იოგურტი, კეფირი, ან სხვა სახის რძის პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის პრობიოტიკები. ეს მიკროორგანიზმები საჭმლისმომნელებელ სისტემას სწორად ფუნქციონირებაში ეხმარება. თუ თქვენ არ გიყვართ და ვერ ჭამთ რძის პროდუქტებს, ჩაანაცვლეთ ის პრობიოტიკების შემცველი მედიკამენტებით, რომლის მიღებაც უსაფრთხოა და დღე-ღამის განმავლობაში 50 მგ. საკმარისია.

5. მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე

როგორც ცნობილია, სუფთა ჰაერი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის პროცესს, რომელიც თავის მხრივ კალორიების ინტენსიურ წვას ეხმარება. ამიტომ, გაიხადეთ ჩვევად ყოველდღე 30 წუთი მაინც ისეირნოთ სუფთა ჰაერზე. სასურველია, თქვენი ნაბიჯების რაოდენობა ყოველდღიურად 10 000-ს აღწევდეს.

6. უარი თქვით საღეჭ რეზინზე

გასტროენდოკრინოლოგების მტკიცებით, საღჭი რეზინი ვნებს ორგანიზმსა და ფიგურას. საქმე იმაშია, რომ ღჭვისას ადამიანი დიდი ოდენობით ჰაერს ყლაპავს, რაც არასასურველია ორგანიზმისთვის ისევე, როგორც სწრაფად ჭამის დროს. თუ თქვენ სუნთქვის გაჯანსაღება გსურთ, უმჯობესია, არომატიზირებული კანფეტებით, ან მენთოლის სპრეებით ისარგებლოთ.

7. დაუმატეთ რაციონს ვიტამინები

ფორმის შესანარჩუნებლად ორგანიზმს ვიტამინები ესაჭიროება, რომელსაც, სამწუხაროდ, დაბინძურებული ეკოლოგიური გარემოდან არასაკმარისად ვიღებთ. ამიტომ, მიიღეთ დამატებით კალციუმ-გლუკონატი D და B ვიტამინები, რომელიც ხელს შეუწყობს ესტროგენული ჰორმონების ნორმალიზებას.

8. დაისვენეთ

დაღლილობისას ორგანიზმი სტეროიდებსა და სტრესის ჰორმონებს გამოიმუშავებს, რაც უარყოფითად აისახება საჭმლისმომნელებელ ორგანოებზე და ჯანმრთელობისა თვალსაზრისით სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია. დაღლილობის დროს, ორგანიზმში მატულობს ჰორმონის - კორტიზოლი გამომუშავება, რომელიც ცხომოვან უჯრედებს უგზავნის ბრძანებას - „განლაგდნენ“ მუცლის გარშემო, რათა დაიცვას ორგანოები სტრესისგან. იმისთვის, რომ დაღლილობის შეგრძნებიდან გათავისუფლდეთ, დღეში 20 წუთით დაკავდით იმ საქმით, რაც ნამდვილად გიყვართ და მოგწონთ, ეს საკმარისი იქნება, რათა მოდუნდეთ და ყველა ჰორმონის ფუნქციონირება ნორმირებული გახადოთ.

9. რეგულარულად იარეთ საპირფარეშოში

მეცნიერების მტკიცებით, საჭმლისმომნელებელი ორგანოების რეგულარულ ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივია, შედგენილი საათობრივი გრაფიკით საპირფარეშოში არავინ დადის, მაგრამ შეეცადეთ მიაჩვიოთ ორგანიზმი, ერთსადაიმავე დროს გაიწმინდოს შლაკებისა და ნარჩენებისგან. და არავითარი იძულებითი თავშეკავება - ამან, შესაძლოა ჯანმრთელობის მხრივ ბევრი პრობლემა შეგიქმნათ.

loading...
ADMIN 1018 0 2014-12-16
5.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css