navigacia
...


მელოტებში გულის დაავადებების რისკი მაღალია


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

სიმელოტეს ერთნი მაღალი ინტელექტის მაჩვენებლად მიიჩნევენ, მეორენი -დაავადების ნიშნად, მესამენი -აგრესიულობის გამოვლინებად და ა.შ. ასეა თუ ისე, სიმელოტე გავლენას ახდენს ადამიანის პირად ცხოვრებაზე, ცვლის მისი ცხოვრების წესს. ცოტა რამ მეცნიერებიდან სიმელოტის მიზეზები წლების განმავლობაში ამოუხსნელი იყო, სანამ გასული საუკუნის 40-იან წლებში ექიმმა ჰამილტონმა არ დაამტკიცა, რომ თავზე თმის ცვენა პირდაპირ კავშირშია ორგანიზმში მამაკაცის სასქესო ჰორმონების მომატებასთან. რა თქმა უნდა, ეს ჰორმონები ანუ ანდროგენები გამელოტების ერთადერთი მიზეზი ნამდვილად არ არის. მას ხელს უწყობს ასევე სტრესები, არასასურველი ეკოლოგიური გარემო, არასრულფასოვანი და არასწორი კვება, ზოგიერთი დაავადება, გარკვეული ჯგუფის მედიკამენტები; ადამიანი შეიძლება გამელოტდეს რადიაციული ფონის მომატების შედეგადაც. ახლახან გაირკვა, რომ მელოტებს უფრო მეტი რისკი აქვთ გულის იშემიური დაავადების განვითარებისთვის. ამერიკელმა მედიკოსებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, ისინი 22000 კოლეგის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდნენ. თმის განლაგების მიხედვით მათ გამოყვეს ხუთი ტიპი: ნორმალური, მცირედი გამელოტება შუბლზე, მცირედი გამელოტება თხემის მიდამოში, ზომიერი გამელოტება შუბლსა და თხემზე და მოტიტვლებული კანი. 11-წლიანი დაკვირვების შედეგად მელოტ პაციენტებში აღირიცხა გულის იშემიური დაავადების 1500-ზე მეტი შემთხვევა, ინფარქტის, სტენოკარდიისა და გულის სისხლძარღვების დაზიანების ჩათვლით, ხოლო მათში, ვისაც სიმელოტე არ აწუხებთ, გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი მინიმალურია. ისინი, ვისაც შუალედური მდგომარეობა უკავიათ თავზე თმის რაოდენობის მიხედვით (სიქაჩლესა და ნორმალურს შორის), აღმოჩნდნენ მომატებული რისკის ჯგუფში. დაავადების რისკი მომატებულია მელოტ ჰიპერტონიკებში (კოეფიციენტი 1,8), არასასურველ -პირველ -ადგილზე მოხვდნენ მელოტები სისხლში მომატებული ქოლესტერინის მაჩვენებლით. გამელოტების წინააღმდეგ 4 გზა არსებობს: 1. ნუ მიაქცევთ სიქაჩლეს ყურადღებას. ეს ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდია მასზე გამარჯვებისთვის. 2. დაუჯერეთ ნებისმიერ რეკლამასა თუ საშუალებას მის დასაძლევად. `სასწაულმოქმედი კრემები~, ეფექტური ნიღბები და სხვა -ყველა მეთოდი ნამდვილად საინტერესოა და სასურველია, რომ გამოსცადოთ. 3. შეინარჩუნეთ შეძლებისდაგვარად დარჩენილი თმები. კვებეთ ისინი ლოსიონებით, სპეციალური შამპუნებით, სამკურნალო პრეპარატებით. 4. პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება ქირურგიული გზით, რომელიც, თავის მხრივ, არსებობს ორი ტიპის: პლასტიკური და რეკონსტრუქციული. სანამ რადიკალურ მეთოდებს მიმართავთ, უმჯობესია გამოიყენოთ უფრო მარტივი და იოლი კოსმეტიკური საშუალებები: ლოსიონი, შამპუნი, ჟელე და სამკურნალო პრეპარატები. ზოგიერთი მათგანის რეგულარული და სწორი მოხმარების შედეგად შესაძლებელია შეაჩეროთ თმის ცვენის პროცესი. უდავოა ისიც, რომ ამ დაავადების სამკურნალოდ საჭიროა ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდიკა, რომელსაც სპეციალურად შეგირჩევთ ექიმი-სპეციალისტი.

loading...
ADMIN 1173 0 2014-03-15
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css