navigacia
...


მოკლული ნაყოფის შურისძიება - რა უნდა იცოდეთ აბორტზე


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

აბორტის შესახებ მეცნიერებმა და ასევე უბრალო ადამიანებმა, თავიანთი დაკვირვებების საფუძველზე, საინტერესო დასკვნა გააკეთეს - მუცელში მოკლული ნაყოფი თითქოსდა შურს იძიებს იმის გამო, რაც მას გაუკეთეს. პირველ რიგში, ეს ''შურისძიება'' დედაზე აისახება. სპეციალისტების მტკიცებით, გარდა იმისა, რომ აბორტი დიდად აზიანებს საშვილოსნოს ყელს და შინაგანადაც ბევრ ცუდ გავლენას ახდენს ქალზე, აბორტის შემდეგ თითქმის ყოველთვის მატულობს ქალის სარძევე ჯირკვლის სიმსივნით დაავადების რისკი. ეს ფაქტი ახლახან თურქმა მეცნიერებმა დაადგინეს. ხანგრძლივი კვლევებით გაირკვა, რომ ქალის მიერ გაკეთებულმა თითოეულმა აბორტმა მნიშვნელოვნად გაზარდა მის ორგანიზმში საშიში დაავადების განვითარების შესაძლებლობა. პირველ რიგში აქ მკერდის სიმსივნეზეა ლაპარაკი. შესაძლო სერიოზულ და მავნე შედეგებს შორის არის ასევე ჰორმონალური დარღვევები და უშვილობა. ცნობილია, რომ უშვილობის ბევრი შემთხვევა ახალგაზრდულ ასაკში, პირველივე დაორსულებისას გაკეთებულ აბორტებთან არის დაკავშირებული. კონტრაცეპტივების მიერ მიყენებული ვერანაირი ზიანი ვერ შეედრება თავისი ეფექტით აბორტის მიერ ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს. აბორტი მხოლოდ უკიდურესი ზომა უნდა იყოს, იშვიათი გამონაკლისი, რის დასკვნაც თვით ექიმმა უნდა გააკეთოს. თუმცა დავუბრუნდეთ შურისძიებას. ბევრისთვის არის ცნობილი გავრცელებული მოსაზრება ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, რომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში დედას მოკლული დაუბადებელი ბავშვები ხვდებიან და პასუხს სთხოვენ. თუმცა ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც ხომ ''ვაგებთ პასუხს'' ჩადენილი ცოდვებისთვის. ადამიანების მიერ გაკეთებული დაკვირვებებისა და გამოცდილების მიხედვით, კიდევ ერთი მოსაზრება არსებობს - მოკლული ნაყოფი ''შურს იძიებს'' არა მხოლოდ დედაზე, არამედ თავის ''შესაძლო და-ძმებზე'', რომლებსაც მეტად გაუმართლათ და დედამ ისინი არ მიიჩნია არასასურველად. მას მერე, რაც დედა ''არასასურველ'' ნაყოფს იშორებს თავიდან, მის სხვა შვილებს აუცილებლად ხვდებათ რაიმე ხიფათი, დაავადების თუ სხვა უსიამოვნების სახით, რაც მას კიდევ ერთხელ დააფიქრებს გადადგმული ნაბიჯის მართებულებაზე...

loading...
ADMIN 1074 0 2014-03-15
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css