navigacia
...


როგორ ვებრძოლოთ ჭარბ ქოლესტერინს – ხალხური რეცეპტები


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ქოლესტერინი ცხიმის ნაირსახეობაა, რომლის მცირე ნაწილს ადამიანი საკვებთან ერთად იღებს, დანარჩენი კი ორგანიზმშივე წარმოიქმნება.

ქოლესტერინი აუცილებელია, ვინაიდან, ჯერ ერთი, უჯრედთა საშენ მასალას წარმოადგენს, მეორეც, დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის ცხოველმყოფელობაში, კერძოდ, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში, მაგრამ თუ ჭარბად დაგროვდა, სისხლძარღვის კედლებზე ფოლაქებად დაილექება და მათ სანათურს შეავიწროვებს, ამან კი შესაძლოა არტერიის სრული ბლოკირება გამოიწვიოს.

არსებობს სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალიზების რამდენიმე საშუალება. პირველი და უმთავრესი სწორი კვებაა.

ქოლესტერინს უხვად შეიცავს ბატის, იხვის, ცხვრის, ღორის მსუქანი ხორცი, ქაშაყი, კვერცხის გული, ხიზილალა, ტვინი, ღვიძლი, თირკმელი, ნაღების კარაქი, ცხიმიანი ძეხვი და ლორი, მოუხდელი რძე, შაქარი, თეთრი ხორბლის პური, ნაყინი, არაჟანი, ცხიმიანი ყველი, კრემი, ხორცის ბულიონი, კრაბი, კრევეტი და ყველა ჩვენგანისთვის საყვარელი სწრაფი კვების პროდუქტები.

ქოლესტერინის შესამცირებლად გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ მეთოდს:

1 სუფრის კოვზ სიმინდის თმას დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი და გაფილტრეთ. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი სამ საათში ერთხელ.

1 სუფრის კოვზ მრავალძარღვას ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, გაფილტრეთ და ნაყენი დღის განმავლობაში სვით.

2 ჩაის კოვზ სალბის ფოთლებს დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათის შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი 2 საათში ერთხელ.

გაფრთხილებთ, მხოლოდ დიეტა საკმარისი არ არის. მეტი იმოძრავეთ, შეასრულეთ გამამხნევებელი ვარჯიშები, უარი თქვით სიგარეტზე.

loading...
ADMIN 1435 0 2015-06-24
5.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css