navigacia
...


სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

სახეობები

დღეისათვის ცნობილია 30-ზე მეტი სგგი, მათგან ყველაზე გავრცელებულია:

სიფილისი
გონორეა ანუ ტრიპერი
ტრიქომონიაზი
ქლამიდიოზი
სასქესო ორგანოების ჰერპესი
მახვილწვეტიანი კონდილომები (სასქესო ორგანოების მეჭეჭები)
მიკოპლაზმოზი
სოკოვანი ინფექცია
აივ/შიდსი

სიმპტომები

სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს ძირითადად შემდეგი ნიშნები ახასიათებს:

წვის შეგრძნება შარდვის დროს;
სიწითლე სასქესო ორგანოების მიდამოებში;
გამონაყარი სასქესო ორგანოებზე, კანზე და ლორწოვან გარსებზე - მაგალითად პირის ღრუში, საშოში;
გამონადენი;
ქავილი;
ტკივილი მუცლის ქვედა არეში.
აღნიშნული სიმპტომების არსებობა საკმარისი მიზეზია, რათა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

გადაცემის გზები


გადაცემის პირობაა ყველა სახის სქესობრივი კონტაქტი – ჰეტეროსექსუალური, ჰომოსექსუალური (ანალური, ვაგინალური, ორალური). შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს საყოფაცხოვრებო გზით (მაგ. დაინფიცირებულის თეთრეულის, პირსახოცის ხმარებით), მაგრამ გადაცემის ეს გზა იშვიათია. შესაძლებელია სგგი-ს გადაცემა ვაგინალური ანუ მამაკაცის სასქესო ორგანოს საშოში შეღწევა; ანალური ანუ მამაკაცის სასქესო ორგანოს უკანა ტანში შეღწევა; ორალური; დაავადებული დედიდან ნაყოფზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.

თუ შესაბამისი მკურნალობა ჩატარებული არ არის, სგგი-ს მიმდინარეობა ხანგრძლივი და ტალღისებურია, ხშირად გარეგნული ნიშნების გარეშე. თუ ადამიანი დაინფიცირებულია ნებისმიერი სახის სგგი-თ, თვითგანკურნება შეუძლებელია, ანუ სპეციალური მკურნალობის გარეშე ადამიანი ვერ განიკურნება.

რაც უფრო ადრე მიმართავს დაინფიცირებული ადამიანი ექიმს, მით უფრო ადვილია განკურნება და რაც მთავარია, თავიდან იქნება აცილებული სხვადასხვა გართულებები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს სგგი-ს.

გართულებები


სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ხანდახან მიმდინარეობს ფარულად ანუ ადამიანი ვერ გრძნობს, რომ იგი ინფიცირებულია რაიმე კონკრეტული დაავადებით. ნიშნები ჩნდება უკვე გართულებების პერიოდში. დაავადება შეიძლება გადავიდეს ქრონიკულ სტადიაში, რაც ართულებს მკურნალობას დაავადება შეიძლება გადავიდეს შარდ – სასქესო სისტემაზე და გამოიწვიოს ანთებითი დაავადებები, იმპოტენცია როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში შეიძლება გახდეს უნაყოფობის ძირითადი მიზეზი შეადგენს იმ გინეკოლოგიური პრობლემების 40%, რომლებსაც ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა (გინეკოლოგიური დაავადებები, ორსულობის შეწყვეტა, საშვილოსნოსგარე ორსულობა და ა.შ) წარმოადგენს აივ-ისა და B ჰეპატიტის გადაცემის ერთ-ერთ რისკ - ფაქტორს.

თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა მხოლოდ გაართულებს მდგომარეობას.

თავდაცვის საშუალებები


ოჯახური სიწმინდის დაცვა და ერთგულება ერთი სქესობრივი პარტნიორისადმი;
პრეზერვატივის გამოყენება ყველა სახის შემთხვევითი სქესობრივი კავშირის დროს;
პარტნიორების ერთდროული მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობა არაეფექტური იქნება;
მკურნალობის დასრულებამდე სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავება ან დროს კონდომის გამოყენება ყოველი სქესობრივი კონტაქტისას.

loading...
ADMIN 1377 0 2016-01-26
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css