navigacia
...


წყლით მკურნალობა - ახალი მოდა თუ რეალობა


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

წყლით მკურნალობის შესახებ არაერთხელ დაწერილა და ამ თემაზე ინტერნეტსივრცეში უამრავი მასალა შეგიძლიათ მოიძიოთ, თუმცა ამ შემთხვევაში მინერალურ წყალს კი არა, ჩვეულებრივ ონკანის წყალს ვგულისხმობთ.

წყლით მკურნალობა ბოლო დროს ძალიან შემოდის მოდაში. ცდას წინ არაფერი უდგას, წყალი - ეს ჯადოსნური საშუალება თუ არ გარგებთ, ნამდვილად არ გაწყენთ, რადგან მისი ჯადოსნური თვისებები ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრებისთვის გახლდათ ცნობილი.

თუ თავი გტკივათ და ტკივილგამაყუჩებელი აბები არ გაქვთ, ყოველ ხუთ წუთში ჩაის კოვზით ადუღებული წყალი დალიეთ მანამ, სანამ ტკივილი არ გაყუჩდება.

თუ სახლში ხართ, დაისველეთ თავი, ხაოიანი პირსახოცით შეიხვიეთ და 20-30 წუთი მშვიდად იწექით. თავის ტკივილი აუცილებლად გაგივლით, თუ ის კუნთების დაჭიმვით იყო გამოწვეული.

ტემპერატურის დაკლებას, გაციების აღკვეთას საწყის ეტაპზე და შლაკებისგან გათავისუფლებას კი ამ მეთოდით შეძლებთ:

ხაოიანი ხალათი წყლით დაასველეთ, კარგად გაწურეთ და ჩაიცვით. შემდეგ საწოლში ჩაწექით (ქვეშ წინასწარ მომზადებული რაიმე წყალგაუმტარი ქსოვილი დაიფინეთ). სახლში რაც კი საბანი მოგეპოვებათ, ყველა დაიფარეთ და ასე საათი ან საათ-ნახევარი იწექით.

თუ თქვენს ნაწლავებში ბევრი აირი დაგროვდა და ეს დისკომფორტს გიქმნით, აიღეთ ხაოიანი პირსახოცი, დაასველეთ და მუცელზე დაიდეთ. ჯერ პოლიეთილენის პარკი დააფარეთ, შემდეგ - მატყლის საბანი და ასეთ მდგომარეობაში ერთი საათი იწექით.

თუ ფეხები სიცხისაგან საღამოს შეშუპებული გაქვთ, მათზე ცივი წყალი გადაივლეთ. ეს მეთოდი შესანიშნავად ხსნის საერთო დაღლილობასაც.

თუ მუდმივი ანგინა გაწუხებთ, თქვენი ყელის გაკაჟებას შეუდექით. ყოველ დილით ყელში ცივი წყალი გამოივლეთ. დაიწყეთ გრილით და თანდათან ცივ წყალზე გადადით.

გაყინული წყალი სასარგებლოა

1. თუ გშიათ, ჯერ ერთი ჭიქა წყალი დალიეთ. წყურვილს ხშირად შიმშილის გრძნობად აღიქვამთ. ეს მარტივი ღონისძიება უკეთ დაგეხმარებათ გახდომაში, ვიდრე ბევრი სასწაულმოქმედი აბი.

2. დღეში არანაკლებ ორი ჭიქა წყალი დალიეთ (ონკანის წყალი ჯერ გაყინეთ, მერე გაადნეთ). თუ ასე მოიქცევით, დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებთ (არ დაგჭირდებათ პლასტიკური ქირურგის დახმარება). გამლღვალ წყალს ორგანიზმში თვითრეგულაციის მექანიზმები შეჰყავს, რაც ნივთიერებათა ცვლასა და ჩვენი სხეულის ყოველი უჯრედის ცხოველქმედებას აუმჯობესებს, ასევე სილამაზის შენარჩუნებაში გვეხმარება.

3. ყოველ დილით უზმოზე ერთი ჭიქა წყალი დალიეთ. დილით მიღებული 200 გრამი არა მხოლოდ საჭმლის მონელების პროცესს არეგულირებს, ყაბზობის პრობლემის გადაჭრასაც ეხმარება და სახის ფერს ძვირად ღირებულ კრემებზე არანაკლებ აუმჯობესებს.

4. გაციების დროს ყოველ საათში ყლუპობით ჭიქა წყალი დალიეთ - ავადმყოფობა გაქრება.

loading...
ADMIN 1320 0 2014-03-19
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css