navigacia
...


New Yorker : ბილ გეიტსმა თავის კომპიუტერზე ახალი Windows-ი ვერ დააყენა


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ჟუნრალის The New Yorker იუმორისტული სვეტის ცნობით, ბილ გეიტსმა საკუთარ კომპიუტერზე ოპერატიული სისტემის განახლებასა და Windows 8.1-ის დაყენებაზე მთელი სამუშაო დღე დახარჯა. ჟურნალი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, „მან რამდენიმეჯერ მიიღო შეტყობინება პროგრამული შეცდომის თაობაზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომპიუტერი წააწყდა გადაულახავ პრობლემას და გადატვირთვას საჭიროებდა“. The New Yorker-ის ცნობით, სადილის დროს გეიტსმა გამოიძახა Microsoft-ის გენერალური დირექტორი სატია ნადელა. ისინი კაბინეტში ჩაიკეტნენ და ერთობლივად სცადეს საოპერაციო სისტემის განახლება. ინკოგნიტო თვითმხილველი აცხადებს, რომ სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო. „საერთოდ ბილი ძალიან წყნარია, ამიტომ ზოგიერთი სიტყვები, რომლებიც დაკეტილი კარიდან ისმოდა დამსწრეთა ძლიერ უხერხულობას იწვევდა.“ - განაცხადა The New Yorker-ის წყარომ. სტატიის ავტორია იუმორისტი და კომიკოსი ენდი ბოროვეცი. ის ცნობილია The New Yorker-ის ფურცლებზე დაბეჭდილი იუმორისტული სვეტებით. შეგახსენებთ, რომ Microsoft-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ბილ გეიტსმა ეს კორპორაცია 38 წლის წინ დააფუძნა და მის მიერ შექმნილმა Windows-მა მსოფლიოში ტექნოლოგიური რევოლუცია მოახდინა. დღეისათვის გეიტსი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად ითვლება.

loading...
ADMIN 954 0 2014-03-14
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css