navigacia
...


გემრიელი, მაგრამ საშიში დელიკატესები


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

გთავაზოვთ საშიში დელიკატესების რეიტინგს, რომელთაც ყველაზე გამოცდილი გურმანების იმ ქვეყნად გასტუმრება შეუძლიათ. * პირველ ადგილზე სარდინიაში წარმოებული ყველის განსაკუთრებული სახეობის - კასუ მარცუს რეცეპტი გავიდა, რომელიც ბუზის მატლებს შეიცავს. Casu Martzu სიტყვასიტყვით სარდინიულიდან ითარგმნება როგორც ''დამპალი ყველი'', ხოლო სალაპარაკო ენაში მას ზოგჯერ ''მატლიან ყველსაც'' კი უწოდებენ. საქმე ისაა, რომ სხვა ყველებთან შეარებით, კასუ მარცუ ფერმენტაციის პროცესს უფრო დიდხანს გადის, რის გამოც ყველი თანდათანობით ლპება, თუმცა მთავარი ისაა, რომ ''სიდამპლეს'' ბუზების საჭმლის გადამმუშავებელი სისტემის მუშაობა იწვევს. ჭიები ხელს უწყობს ყველის გახრწნას და მისი ცხიმების დაშლას, რის გამოც პროდუქტი რბილდება. აღსანიშნავია, რომ ყველი თავად სარდინიაშიც კი არ იყიება თავისუფლად, რადგან ეს დელიკატესი, რომელიც მწერებით თუხთუხებს, ყველაზე თავგამოდებულ გურმანსაც კი ზიზღის შეგრძნებას აღუძრავს. ამასთანავე, ყველში მატლები საკმაოდ აქტიურად მოძრაობენ და თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. ზოგჯერ მათ დაახლოებით 15 სანტიმეტზეც შეუძლიათ გადახტომა, რის გამოც ყველის ჭამის დროს თვალების დახუჭვაა რეკომენდებული. საშიშროების მიუხედავად, სარდინიაში, ასევე პიემონტსა და ბერგამოში მცხოვრებ ზოგიერთ ფერმერს ჯერ კიდევ ახსოვს ყველის მომზადების უძველესი რეცეპტი და, როგორც ჩანს, მას თავზეხელაღებული გურმანებისთვის ამზადებენ, რომელთაც მატლების ჭამა უყვართ. * ფუგუ საშინლად შხამიანი თევზია, რომელიც გარედან ეკლისებრი ''ბუსუსებით'' არის დაფარული. მისმა შიდა ორგანოებმა და ეკლებმა შესაძლოა ადამიანის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. თუმცა იაპონიასა და კორეაში სიკვდილის გამომწვევი ხორცი ნამდვილ დელიკატესად ითვლება. აღსანიშნავია, რომ გურმანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დიდმნიშვნელოვნად მზარეულის ოსტატობაზეა დამოკიდებული, რომელმაც ფუგუს მომზადებისას მას შხამი ოსტატურად უნდა მოაშოროს. ცნობილია, რომ თევზი ბუნებრივი წარმოშობის შხამს - ტეტროდოტოქსინს გამოიმუშავებს, რომელიც ადამიანში ნერვული სისტემის პარალიზებას იწვევს. თევზისგან ამზადებენ როგორც წვნიანს, ისევე შემწვარ კერძებს. ფუგუსგან მომზადებული კერძის დაგემოვნება ნიუ-იორკის, ჩიკაგოს, ფილადელფიისა და ლოს-ანჯელესის იაპონურ რესტორნებში შეიძლება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფლორიდაში ამ ტიპის თევზების დაჭერა კანონით აკრძალულია. * ფრანგულ სამზარეულოში ყველი ბრის მომზადების რეცეპტი დიდი ხანია ცნობილია. ამიტომ ალბათ სიმბოლურიც კი არის, რომ ეს ყველი დაობებული სახით იყიდება. აღსანიშნავია, რომ ეს პროდუქტი მალფუჭებად პროდუქტად მიიჩნევა, რის გამოც ნამდვილი ბრის შეძენა მხოლოდ საფრანგეთშია შესაძლებელი. * აბსენტის მოსამზადებლად აფროდიზიაკი გამოიყენება. ეს ნივთიერება იმით არის ცნობილი, რომ ლტოლვის შეგრძნებას აძლიერებს და ამასთანავე ჰალუცინაციებსაც იწვევს. აღსანიშნავია, რომ ეს სასმელი განსაკუთრებული პოპულარობით XIX საუკუნის საფრანგეთში სარგებლობდა. 1912 წელს კი აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ სასმლის წარმოება აკრძალა, რადგან იგი ადამიანის ნერვული სისტემისთვის საშიშად მიიჩნია. ამჟამად აბსენტის მომზადება მხოლოდ გამოცდილ ბარმენებს შეუძლიათ. ამასთანავე აუცილებელია ტუოინის დოზის ზუსტი დაცვა. სწორედ ტუოინს გააჩნია ჰალუცინოგენური მოქმედება. * სასაფრასს, იმავე ამერიკულ დაფნას ჩრდილოეთ ამერიკული მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში ჩაის სახით ან ტკივილგამაყუჩებლად იყენებდა. მცენარე ნივთიერება საფროლს შეიცავს, რომელიც 1960 წელს კანცეროგენულ ნივთიერებად გამოცხადდა და მისი საკვებში გამოყენება მკაცრად აიკრძალა.

loading...
ADMIN 1130 0 2014-03-18
3.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css