navigacia
...


ია ფარულავამ სუროგატი დედის საშუალებით შვილის გაჩენა გადაწყვიტა


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ია ფარულავამ სუროგატი დედის საშუალებით შვილის გაჩენის გადაწყვეტილება მიიღო და ის ამისთვის ტაილანდში მიემგზავრება. როგორც ფარულავა აცხადებს, იმისთვის რომ მან სიბერეში არ ინანაოს , ერთხელ ეს უნდა სცადოს. ფარულავა ტაილანდში „new life“-ს დამფუძნებელთან, მარიამ კუკუნაშვილთან ერთად მიემგზავრება. როგორც ფარულავა აცხადებს, მან ჯერ-ჯერობით დეტალები არ იცის, მაგრამ რადგან ტაილანდში მიდის მისი თქმით, სავარაუდოდ სუროგატი ქართველი არ იქნება. „ბევრმა ცნობილმა ექიმმა მირჩია სუროგატი დედის საშუალებით ბავშვის გაჩენა. სხვათაშორის, იგივე რჩევა მომცა ყველა წამყვანმა ექიმმა, ამერიკაშიც და საქართველოშიც... ზუსტი პასუხი ბუნებრივა ახლა არ მაქვს. არ ვიცი ეს ამბავი გამოვა თუ არა მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ მარიამმა ჩემს მიმართ ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინა და კარგი გაგებით, მაწვებოდა რომ გადაწყვეტილება მიმეღო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია... ჩემი ასაკის ქალბატონებისთვის ბუნებრივია რთულია. საჭირო იქნება წინასწარი ანალიზების გაკეთება. დაახლოებით ერთ თვეში მეცოდინება ყველაფერი. თუ გამოვა ეს იმას ნიშნავს , რომ ეს ღვთის ნებაა თუ არ გამოვა ესეც ღვთის ნება იქნება“,-აცხადებს „პრაიმ ტაიმტან“ საუბარში ია ფარულავა. მისივე თქმით მეუღლეს, ტარიელ პირველივე დღიდან უნდოდა, რომ შვილი ჰყოლოდა. როგორც ფარულავა აცხადებს, კუკუნაშვილი მას ამ მომსახურებას უსასყიდლოდ სთავაზობს.

loading...
ADMIN 1057 0 2014-02-12
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css