navigacia
...


კომპანია Microsoft-მა Windows 7-სა და 8-ის გაყიდვა შეწყვიტა


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

მომხმარებელთა 53%-ს კვლავინდებურად Windows 7 აქვს დამონტაჟებული, მაშინ როცა Windows 8-ს მხოლოდ 6% იყენებს კომპანია Microsoft-მა ოფიციალურად შეწყვიტა ოპერაციული სისტემა Windows 7 და 8-ის ზოგიერთი ვერსიის გაყიდვა. გადაწყვეტილება ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს. კომპანიის აზრით, ეს დაეხმარებათ გაზარდონ იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც მათი ოპერაციული სისტემების უფრო ახალ ვერსიებს გამოიყენებენ. აღსანიშნავია, რომ პოპულარული ოპარციული სისტემის ახალი ვერსია Windows 10, 2015 წლის ბოლოს გამოჩნდება. 31 ოქტომბერს უკვე შეწყდა Windows 7-ის ისეთი ვერსიების გაყიდვა, როგორებიცაა: Home Basic, Home Premium და Ultimate. შემდეგი საფეხური Windows 8 გაყიდვების შეკვეცა იქნება. ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაციული სისტემები აღარ გაიყიდება დისკებზე და აღარ დამონტაჟდება ახალ კომპიუტერებზე. კომპიუტერების უმეტესობა, ახლა Windows 8.1. სისტემით იქნება უზრუნველყოფილი. ძველი მარაგები მიღებული ზომების მიუხედავად, კიდევ დიდი დრო გავა, სანამ კომპიუტერების მწარმოებლები Windows-ის ძველი ვერსიებისგან გათავისუფლდებიან, რომლებიც კვლავინდებურად იქნება დამონტაჟებული მათ მიერ წარმოებულ კომპიუტერებში. Forbes-ის ჟურნალისტი გორდონ კელი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ კომპანია Microsoft ცდილობს Windows 8 წარსულში დატოვოს, მიუხედავად იმისა, რომ იგი მხოლოდ 2 წლის წინ გამოჩნდა. მიზეზი, მისი არასაკმარისი გამართულობაა, რის გამოც, იგი ისეთივე პოპულარობით არ სარგებლობს, როგორც 2009 წელს გამოსული Windows 7, რომელიც ამ დრომდე საკმაოდ მოთხოვნადია. მონაცემების მიხედვით, მომხმარებელთა 53%-ს კვლავინდებურად Windows 7 აქვს დამონტაჟებული, მაშინ როცა Windows 8-ს მხოლოდ 6% იყენებს.

loading...
ADMIN 940 0 2014-11-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css