navigacia
...


მარტივი ეშმაკობები ფუმფულა ქალბატონებისთვის


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

თუ მსუქანი ხარ და გარდერობის განახლება გაქვს გადაწყვეტილი, ამისთვის არსებობს პატარ-პატარა, ეშმაკობები. სამი პრაქტიკული რჩევა. როგორ მოიქცეთ. ნუ მოუსმენთ მათ, ვინც ცდილობს დაგაჯეროთ, რომ მოწონებული პერანგი პატარაა და თქვენ არ ჩაგეტევათ. დაიწყეთ ყველაზე დიდი ზომიდან და ბოლოს აუცილებლად იპოვით შესაფერისს. არ იყიდოთ ის, რაც მართლაც თვალში საცემად პატარა გაქვთ. გამყიდველი კი თავგამოდებული გიმტკიცებთ, აუცილებლად ''გადიდდებაო''. შეიძლება მართლაც ''გადიდდეს'', მაგრამ ფორმას დაკარგავს და მაინც არაფერში გამოგადგებათ. არასოდეს შეიძინოთ და ჩაიცვათ სუპერთანამედროვე ტანსაცმელი, თუკი არ გიხდებათ, ხომ არ გინდათ, საფრთხობელასავით გამოიყურებოდეთ? კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია ნუ გამოტენით კარადას ისეთი ტანსაცმლით, რომელიც თქვენი ზომისაა, მაგრამ არ მოგწონთ. თუ თქვენი გარეგნობა შინაგან განწყობასთან თანხმობაში არ მოვიდა, წარუმატებლობა თქვენი მუდმივი თანამდევი იქნება. ''მოძულებული'' ტანსაცმელიც _ ან გაიხევა, ან ისე დაალაქავებთ, რომ ჩასაცმელად მაინც არ გამოგადგებათ. აუცილებლად გადახედეთ თქვენი ჩაცმის სტილს. ნუ შეგეშინდებათ, თამამად შეცვალეთ ის ან შეიტანეთ ახალი ელემენტები. ნუ ჩაიცვამთ მხოლოდ შავს. რატომ გგონიათ, რომ სხვა ფერი უფრო მსუქანს გამოგაჩენთ. თქვენ ხომ წონაზე არ ფიქრობთ? ნუ ეცდებით, დამალოთ თქვენი გაბარიტები, პირიქით, რაც მეტად გამოკვეთთ, მით უკეთესი. იგრძენით თავი დედოფლად; გახსოვდეთ, გამხდრები ცხოვრებას გემოს ვერასოდეს გაუგებენ. სამი პოსტულატი, რომელიც არ უნდა დაივიწყოთ 1. მსუქანი ქალი ყოველთვის ლამაზია დააკვირდით, როგორი სიმშვიდითა და გაწონასწორებული ხასიათით გამოირჩევიან მსუქანი ქალები. სახეც მუდამ ღიმილით აქვთ განათებული. ისინი ნელა მოძრაობენ, ღირსებით და საკუთარი თავისადმი რწმენით. რა თქმა უნდა, გამხდარი ქალისგან იგი, სულ ცოტა, ორი მთავარი ღირსებით გამოირჩევა: 1) გააფთრებული არ მისდევს მოდას და ამით ინარჩუნებს ინდივიდუალობას. 2) არასოდეს იტანჯავს თავს უმკაცრესი დიეტებით; ნერწყვმორეული არ შესცქერის საკონდიტროებს და ნერვებს არ იზიანებს. II. მსუქანი ქალი ყოველთვის ჭკვიანია რა თქმა უნდა, მაშინ, როცა გამხდარი გოგონები ''შოპინგებზე'', სატრენაჟორო დარბაზებსა და საცურაო აუზებზე დარბიან, მსუქნები მშვიდად სხედან სახლში და წიგნს კითხულობენ. აქტიურად მონაწილეობენ სამეცნიერო დისპუტებსა და დისკუსიებში. წარმატებით ეუფლებიან ევროპულ ენებს; უმრავლესობა სადოქტორო დისერტაციასაც იცავს. III. მსუქანი ქალი ადვილად თხოვდება მამაკაცზე ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ გაირკვა, რომ იგი მეტად დაბნეული არსებაა. არ შესწევს უნარი, შეაჩეროს მზერა ერთ, განსაზღვრულ ობიექტზე და ერთბაშად რამდენიმე ქალისკენ გაურბის თვალი. მაგრამ, თუ მის გვერდით მსუქანი ქალი აღმოჩნდება, პრობლემა თავისთავად მოიხსნება... მარჯვნივ გაიხედავს თუ მარცხნივ, ყველგან მას დაინახავს.

loading...
ADMIN 1131 0 2014-03-18
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css