navigacia
...


როგორ უნდა შევინარჩუნოთ სახლის პირობებში ძლიერი და ჯანსაღი თმა (ნიღაბი)


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ბზინვარე და ჯანსაღი თმის მოვლა ისეთი ადვილი ნამდვილად არ არის, როგორიც წარმოგიდგენიათ. უამრავი ადამიანი იბადება შეასანიშნავი თმის ხარისხით, მაგრამ თუ მას არ მოუარეთ და არ გაუფრთხილდით სათანადოდ თავზე მხოლოდ მტვრევადი და უსიცოცხლო თმა შეგრჩებათ, თანაც საკმაოდ მალე. თმის გაზრდა ცალკე პრობლემაა, ზოგჯერ ქალბატონები წლობითაც კი ელოდებიან რამდენიმე სანტიმეტრის მომატებას. დღეს უკვე უამრავი კოსმეტიკური საშუალება არსებობს იმისთვის, რომ შეუდარებლად გამოიყურებოდეთ და თმაც სოცარ ფორმაში გქონდეთ, ეს ხშირად ძვირი სიამოვნებაა, თან ყოველთვის ეფექტური ნამდვილად არ არის. მცენარეული საშუალებები კი ამისთვის საუკეთესო გამოგონებაა. სწორედ ამიტომ გთავაზობთ მარტივ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ სახლის პირობებში გაიუმჯობესოთ თმის ხარისხი. ვაშლის ძმარს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, ერთ-ერთი მათგანია თმის გაჯანსაღება. სწორედ ამიტომ, აიღეთ 1 ს.კ. ვაშლის ძმარი და გლიცერინთან ერთად კარგად აურიეთ მანამ, სანამ ბლანტ სითხეს არ მიიღებთ. გაკეტეხეთ კვერცხი და ჯამში ეს სამივე ინგრედიენტი ერთმანეთს ძალიან კარგად აურიეთ. ახლა დაამატეთ 2 ს.კ. მცენარეული ზეთი და ურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მიღებული მასა წაისვით მთელ თმაზე, ეცადეთ ის თანაბრად გადაანაწილოთ, რადგან თმის ყველა ნაწილს ჭირდება მოვლა. შემოიხვიეთ თმაზე პოლიეთილენის პარკი, შემდეგ პირსახოცი და გაიჩერეთ 1-2 საათი. დროის გასვლის შემდეგ კი შამპუნით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი ერთი თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ წაისვით თმაზე და შედეგში თქვენ თვითონ მალევე დარწმუნდებით. წესით ამ პროცედურის გაგრძელება აღარ უნდა დაგჭირდეთ, თუმცა თუ ჩათვლით, რომ თქვენი თმა ბევრად უფრო მეტადაა დაზიანებული, ვიდრე უნდა იყოს, შეგიძლიათ პროცედურა ისევ განაგრძოთ.

loading...
ADMIN 1625 0 2014-02-12
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css