navigacia
...


საბედისწერო შეცდომები ჩაცმის დროს - რა არ უნდა გააკეთოთ!


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

სტილი და გემოვნება ის არის, რაც ქალს განუმეორებელს, მიმზიდველს, იდუმალს ხდის. ეს არის უნარი, სწორად შეარჩიო ის ნივთები, რომლებიც შეეფერება სხეულს, განწყობას და ცხოვრების წესს. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები ერთმანეთს უნდა ეხამებოდეს და არ უნდა იყოს ამოვარდნილი დროდან თუ სივრციდან. იოლი არ არის საკუთარი სტილის პოვნა, შესაძლოა, ამის გამოც უშვებენ ქალები გარკვეულ შეცდომებს შემოსვის დროს. მოდით, გადავავლოთ თვალი ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს.

1. ფერებით თამაში

ერთდროულად ბევრი ფერის შერჩევა: არ არის მომგებიანი. ფერთა წესების მიხედვით, ერთდროულად სამ ფერზე მეტის შეხამება არ არის გამართლებული. თუ მოდას აჰყევით და ჭრელი კაბა აირჩიეთ, ჯობს, მას ერთი ფერის ფეხსაცმელი და ჩანთა შეუხამოთ და ისინიც ჭრელი არ აირჩიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუთიყუშს ან შუქნიშანს დაემსგავსებით.

თუ არჩევანი ერთტონიან სამოსზე შეაჩერეთ, მაშინ ექსპერიმენტირება შეიძლება სამკაულებით. საერთოდ კი, სასურველია, რომ ერთი ფერი ყოველთვის იყოს ნეიტრალური: შავი ან რძისფერი.
ბევრი შავი: თუ მომატებულ წონას ფარავთ, ეს არ არის საკმარისი საბაბი იმისთვის, რომ მთლად შავით შეიმოსოთ. ნაცრისფერი ქალაქი და ერთფეროვანი ცხოვრება ისედაც მოსაწყენია. თუ მუქი ფერის სამოსს აირჩევთ, მაშინ ნათელი ფერების ჩანთით, სამკაულებით ან ქუდით გაანეიტრალეთ სიმუქე.

''ელექტრიკი'' ფერები: მეტისმეტად მკვეთრი, ''ელექტრიკი'' ფერები შეიძლება, ბავშვებს მოუხდეთ ან გზების შემკეთებელ მუშებს. ყველაფერში ზომის დაცვაა საჭირო. შეიძლება, ამგვარი ფერის სამოსით რომელიმე ექსტრავაგანტული მომღერლის კონცერტზე ან კლუბში გამოჩნდეთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ეს არ არის მართებული გადაწყვეტილება.

2. აქსესუარები

არასწორად შერჩეული თავსაბურავი: სხვადასხვა სახის ქუდი უხდება სხვადასხვა სახის სამოსს. მაგალითად, შლაპა არ უხდება გაბერილ ქურთუკებს (''დუტებს''), ის ლაბადის ან პალტოს შესაფერისია. ქურთუკებს კი უფრო ნაქსოვი ქუდი ან სახალისო კეპი შეეფერება.
აქსესუარების გარეშე: აქსესუარების ტარებას ნიჭი უნდა. მათ გარეშე სამოსს თითქოს რაღაც აკლია. ნუ იტყვით უარს დეტალებზე, ყველა სტილს შეიძლება მოუხდეს რაღაც საინტერესო დეტალი.

3. სტილების შეთავსება

საქმიანი სამოსი სპორტული ფეხსაცმლით: კედებით მოსახერხებელია საქმეების კეთება, ამაზე არავინ კამათობს. თუმცა საქმიანი ქალის სახეს გარკვეული დრეს-კოდი შეეფერება და კედებისა და ბოტასებისთვის იქ არ არის ადგილი.

ეკლექტიკა: ეს ნიშნავს სხვადასხვა სტილის სამოსის ელემენტების არასწორ შეთანხმებას. სანამ გარეთ გახვალთ, რჩევა ჰკითხეთ მეგობრებს ან ახლობლებს. უცხო თვალი უკეთ ხედავს, უხდება თუ არა სპორტული სტილის შარვალი პიჯაკსა და მაღალ ქუსლებს.

4. თეთრეული

არასწორად შერჩეული ბიუსტჰალტერი: ეს ბევრი ქალის პრობლემაა. მკერდი სხეულის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა და მას არ უნდა მოექცეთ უპატივცემულოდ. ამ პრობლემას მაქსიმალური დრო და ყურადღება დაუთმეთ და აირჩიეთ კარგი ხარისხის, შესაფერისი ზომის ბიუსტჰალტერი.

loading...
ADMIN 1219 0 2014-03-19
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css