„ჩვენ უნდა მივიღოთ ვარშავაში MAP-ი და არ ვაპირებთ, დავუწიოთ ტონს“

მკითხველის პარამეტრები:

ვარშავის სამიტზე საქართველო კატეგორიული მოთხოვნით წარდგება. როგორც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე, შესრულებული სამუშაოებისა და მომზადების დონის მაღალი შეფასების შემდეგ, პროცესის ლოგიკურ დასასრულს ელოდება.

„ქართველი ხალიხ იმსახურებს იმას, რომ იცოდეს რას აკეთებს მისი მთავრობა და მიიღოს პასუხი ნატოსგან. ჩვენ ვითხოვთ შემდეგ ეტაპზე გადასვლას, ნატოსთან ურთიერთობებში. ვითხოვთ ამას ცალსახად, ყოველგვარი დათქმების - „აი მაშინ“ და „იმ შემთხვევაში“, გარეშე. ჩვენ ვმოქმედებთ ძალიან კონკრეტული გეგმით. უელსის პაკეტის განხორციელება მიმდინარეობს ძალიან მაღალი ტემპით და ძალიან პროგრესულად. ყველა ანგარიში, რომელიც იწერება არის უკიდურესად დადებითი და დავიწყეთ უკვე შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან. “, - განაცხადა ხიდაშელმა.

Avatar
სტატიის ავტორი: ADMIN
loading...
სულ კომენტარები: 0

დატოვე კომენტარი

avatar