მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა კვლავ მოიმატა. ბოლო მონაცემებით, "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი 0,63 პროცენტით გაიზარდა და ერთ ბარელზე 64,24 დოლარს მიაღწია. WTI-ის ტიპის "შავი ოქროს" ფასმა კი 1,02 პროცენტით მოიმატა და 60,11 დოლარი შეადგინა. ნავთობზე ფასებმა მოიმატა აშშ-შიც, რაც "როიტერის" ცნობით, ტეხასის შტატში მოსალოდნელი ტროპიკული შტორმის შესახებ მეტეოროლოგების პროგნოზმა განაპირობა.
გასულ კვირას ნავთობის ფასების კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, რამაც "შავი ოქროს" გადაჭარბებული მარაგის საშიშროება წარმოშვა.
ნავთობის ფასმა ისევ მოიმატა
loading...