საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები დალოცა. შეხვედრა კრწანისის საპატრიარქოს ტყე-პარკში გაიმართა.
უწმინდესმა დაზარალებულებს სიტყვით მიმართა. "ამ დღეებმა გვაუწყეს ჩვენ, რომ ძალა მართლაც ერთობაში ყოფილა", - განაცხადა პატრიარქმა. სტიქიით დაზარალებულებს სასულიერო პირებმა ზეთი აცხეს და საჩუქრად ხატები და ჯვრები გადასცეს.
სტიქიით დაზარალებულები პატრიარქმა დალოცა
loading...