იაპონური დიეტა – 17 დღეში მინუს 7 კილოგრამი
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
გპირდებიან: 7 კილოგრამამდე დაკლებას 17 დღეში. ამ დიეტას იცავენ ჯენიფერ ანისტონი და ვიქტორია ადამსი, წარსულში „სპაის გელზის“ წევრი.
აღწერა: დასაშვებია ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძის პროდუქტები და იშვიათად - მწვანე სალათა. საერთო კალორიულობა არაუმეტეს 1000 კალორიისა დღე-ღამეში.
პირველი დღე - საუზმე: შავი ყავა; სადილი: 2 მოხარშული მთლიანი კვერცხი. ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი ან 1 პომიდორი; ვახშამი: მოხარშული თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით.
მეორე დღე - საუზმე: შავი ყავა და ორცხობილა; სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით; ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ძროხის ხროცი, ჭიქა კეფირი.
მესამე დღე - საუზმე: შავი ყავა; სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, მოხარშული სამი დიდი სტაფილო მცენარეული ზეთით, ვახშამი: 2-3 ვაშლი.
მეოთხე დღე - საუზმე: უმი, გახეხილი სტაფილო ლიმონის წვენით; სადილი: დიდი თევზი (500 გრ), მოხარშული ან შემწვარი, ჭიქა პომიდვრის წვენი; ვახშამი: შემწვარი ან მოხარშული თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით.
მეხუთე დღე - საუზმე: შავი ყავა; სადილი: 1 დიდი ძირი ოხრახუში მცენარეულ ზეთში შემწვარი, ვაშლები; ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ქორფა კომბოსტოს სალათა ზეთით.
მეექვსე დღე - საუზმე: შავი ყავა; სადილი: 500 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ხილი; ვახშამი: ნებისმიერი რაციონი წინა დღეებიდან, გარდა მესამე დღისა.
მერვე დღიდან დიეტა მეორდება.
მეშვიდე დღიდან დღების ათვლა დაიწყეთ თავიდან.
loading...
ADMIN |
982 |
|
2014-03-13 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი