navigacia
...


დიეტის მაგია - გახდით მოხდენილი შვიდ დღეში


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

თუ პრეტენზია გაქვთ წონის, კანისა და თმების მიმართ, პრობლემის გადაჭრა შიგნიდან დაიწყეთ. ამისათვის ერთკვირიანი განმტვირთავი დიეტა გესაჭიროებათ. განტვირთვის დიეტის გეგმა: პირველი დღე - განმტვირთავი საუზმე: ხილი და ნიგოზი. სადილი: მოშუშული ბოსტნეული და ხაჭო. ვახშამი: ხილის სალათა, იოგურტი და ხრამუნა პური. შუალედებში: ვაშლი. ყურადღება! განმტვირთავი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად არანაკლებ 3 ლიტრი წყალი, ბალახის ან ხილის ჩაი დალიეთ. მეორე, მესამე, მეოთხე დღე საუზმე: ბალახის ან ხილის ჩაი, შემდეგ ჭიქა შრატი (სველი) ან კომბოსტოს მწნილის წვენი. სადილი: ბოსტნეულის ბულიონი 4 ულუფაზე: 100 გრამი ნიახურისა და ოხრახუშის ძირები, 50 გრამი კარტოფილი, 30 გრამი პრასი და ერთი სტაფილო. ყველაფერი მსხვილად დაჭერით, დაუმატეთ შავი წიწაკა, დაფნის ფოთოლი და 1 ლიტრ წყალში 30 წუთი ხარშეთ. ვახშამი: ბოსტნეულის წვენი სანახევროდ წყლით. მეხუთე დღე - დიეტიდან გამოსვლა საუზმე: 4-5 ცალი შავი ქლიავი, ბალახის ან ხილის ჩაი. სადილი: კარტოფილ-ბოსტნეულის ბულიონი. შუალედებში: 2 ტკბილი ვაშლი. ვახშამი: პომიდვრის წვნიანი ხრამუნა პურით, ბარამბოს ან ვალერიანის ნაყენი. მეექვსე-მეშვიდე დღე - აღმდგენი საუზმე: 4-5 ცალი ლეღვი ან შავი ქლიავი, ბალახის ან ხილის ჩაი. სადილი: მოშუშული ბოსტნეული (უმარილოდ) და კარტოფილის პიურე რძის გარეშე, მაგრამ კარაქით და ოხრახუშით. შუალედებში: ნებისმიერი მშრალი ხილი: ნიგოზი, თხილი, ნუში. ვახშამი: ხრამუნა პური კარაქით, ხაჭო სანელებლებით, ასკილის ნაყენი.

loading...
ADMIN 1122 0 2014-03-13
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css