navigacia
...


როგორ დავიკლოთ წონაში საახალწლოდ


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ახალ წლამდე სულ ცოტა დღეა დარჩენილი და საზოგადოების დიდი ნაწილი საახალწლო სამზადისს იწყებს. ზოგიერთი მათგანი საახალწლო სუფრასა და საჩუქრებზე ფიქრობს, ზოგსაც კი საკუთარი სადღესასწაულო გარეგნობა აღელვებს. უკრაინელი დიეტოლოგი აქსანა სკიტალინსკაია თვლის, რომ ვისაც სურს, რომ ახალ, 2014 წელს გამხდარი შეხვდეს, ამისათვის მზადება ადრე უნდა დაიწყოს და ბოლო ერთ თვეში 8-10 კილოგრამის დაკლება არ მოისურვოს. მისი თქმით, წონაში დაკლება სწორი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ადამიანი კვირაში 0,5 კილოგრამს დაიკლებს. ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე გასახდომად აუცილებელია, რომ ორი მარტივი რჩევა გვახსოვდეს: ბევრი ვიაროთ ფეხით სწრაფი ნაბიჯებით და ვიკვებოთ სწორად. "დღის რაციონი ოთხ ნაწილად უნდა გაიყოს - პირველი და ყველაზე დიდი ნაწილი ბოსტნეულს უნდა დავუთმოთ. მეორე კი აუცილებელია რომელიმე სახეობის ხილისგან შედგებოდეს. რაც შეეხება მესამე ნაწილს, ის ცილებისგან უნდა იყოს შემდგარი - მაგალითად, მოხარშული კვერცხი, ან თუნდაც მოხარშული ან ჩაშუშული ხორცი. რაც შეეხება მეოთხე ულუფას, ის ბურღულეულისგან უნდა შედგებოდეს, შესაძლებელია ხორბლის პურის ჭამაც," - ასე აღწერს ერთი დღის ჯანსაღ რაციონს უკრაინელი დიეტოლოგი. ფიტნეს-ინსტრუქტორი პაველ ბოგარადი კი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჭარბი წონის მქონე ადამიანი სპორტით დაკავებული არაა, ფიზიკურად აქტიური ცხოვრების დასაწყებად სწრაფად სიარული, საკმარისია. დაინტერესებულ პირებს ის დროის ძალიან მცირე მონაკვეთში წონის დაკლებას არ ურჩევს და ამბობს, რომ ეს ჯანმრთელობისათვის ძალიან სახიფათოა. ბოგარადი ასევე აცხადებს, რომ თუ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, მან დიეტა თვითნებურად არ უნდა დაიცვას რადგან ეს მისი მდგომარეობის გაუარესებას ხელს შეუწყობს.

loading...
slotgio 1214 0 2013-12-16
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css