navigacia
...


წონის განსაზღვრის ფორმულები


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

წონის განსაზღვრის ფორმულები
სასურველი 90-60-90-ის მისაღწევად ზოგი შიმშილობს, ზოგი კი ქანცის გაწყვეტამდე ვარჯიშობს. არიან ისეთებიც, რომლებიც ორივე მეთოდს იდეალურად უხამებენ ერთმანეთს და დამატებით არც წონის დასაკლებ აბებზე გეტყვიან უარს. ერთი სიტყვით, სურვილი იყოს, თორემ კილოგრამებთან გამოთხოვების მეთოდი უამრავია.
წონის დაკლების სურვილი რომ გაჩნდეს, სარკე და სასწორიც საკმარისია, მაგრამ ბევრი ამასაც არ სჯერდება და ზედმეტი წონის განსაზღვრის უფრო რთულ და მეცნიერულად დასაბუთებულ მეთოდს იყენებს.
მოდი, გავეცნოთ მასის განსაზღვრის ყველაზე პოპულარულ და აპრობირებულ მეთოდებს. შემდეგ კი ერთად გადავწყვიტოთ, რომელი გამოგვადგება.
ვაზუსტებთ BMI-ს
ნორმალური წონის განსაზღვრის ფორმულებს შორის ყველაზე მოდური სხეულის მასის ინდექსი – Body Mass Index (BMI) გახლავთ. მისი გამოთვლა არც ისე რთულია: სხეულის წონა, აღებული კილოგრამებში, იყოფა სიმაღლეზე (სანტიმეტრებში), რომელიც კვადრატშია აყვანილი. რაც შეეხება ნორმას, მისი მაჩვენებლის განსაზღვრა ცოტათი რთულია, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა რიცხვია მიღებული. უმეტესად ეს რიცხვი 24,9-ს უდრის, თუმცა ფრანგი მიშელ მონტიაკი სილამაზეს, როგორც ჩანს, მკაცრად აფასებს – მიიჩნევს, რომ BMI 20-დან 13-მდეა ნორმა, 24-დან 29-მდე ჭარბ წონაზე მეტყველებს, ხოლო თუ თქვენი მასის ინდექსი 30-ს ასცდა, მეტისმეტად მსუქანი ბრძანდებით. ამერიკელები ყველაზე დემოკრატიული ერი რომ არის, BMI-ს განსაზღვრის დროსაც კი ჩანს. მათი აზრით, თუ ეს რიცხვი 30-ზე ნაკლები აღმოჩნდა, სასურველია, დიეტა დაიცვათ და ივარჯიშოთ; 30-დან 40-მდე მკაცრი დიეტა არამცთუ სასურველი, აუცილებელიც კია, ხოლო თუ მაჩვენებელი 40-ს ასცდა, ენდოკრინოლოგს უნდა ეწვიოთ.
რას გვთავაზობს დებეიკი
ამერიკელი მაიკლ დებეიკი ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც გულის ტრანსპლანტაცია განახორციელა. ალბათ, იფიქრებთ, მიუხედავად უდიდესი დამსახურებისა, ამ სტატიაში მისტერ დებეიკის ადგილი არ უნდა იყოსო. ჩვენი ჟურნალის ამ გვერდზე სახელმოხვეჭილი ქირურგი სხვა მიზეზით მოხვდა. საქმე ის არის, რომ მანვე შეიმუშავა წონის განსასაზღვრი ცხრილი (იხ. ცხრილი ჟურნალში), რომელიც იმდენად ესთეტიკურ კრიტერიუმებს არ ეფუძნება, რამდენადაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ მაჩვენებლებს. მარტივად, საქმე ასეა: რაც უფრო მეტად აღემატება ზედა ზღვარს მიღებული მაჩვენებელი, მით უფრო მეტია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების რისკი.
თუ დებეიკის ცხრილსა და ამერიკელების BMI-ს შორის პარალელს გავავლებთ, აი, რა აღმოჩნდება: თუ თქვენი მასის ინდექსი 30-ზე ნაკლებია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები არ გემუქრებათ.
მათემატიკის გაკვეთილი
ცოტა არითმეტიკა და წონის გამოსათვლელი კიდევ ერთი ფორმულა, რომელსაც ვინმე ბარბარა ედელშტეინი გვთავაზობს, ათვისებული გვექნება. თავდაპირველად ვიღებთ წონას, რომელიც ნორმალური ნივთიერებათა ცვლის პირობებში გვექნებოდა: 45 კგ+1 კგ 150 სმ-ს აცდენილ ყოველ სანტიმეტრზე+0,5 კგ 25 წელს გადაცდენილ ყოველ წელიწადზე, ოღონდ არა უმეტეს 7 კგ-ისა. თუმცა ეს ყველაფერი როდია: თუ თქვენი წონა 90-ს აჭარბებს – კიდევ 4-7 კგ-ის, ხოლო თუ 100 კგ-ს ასცდით, კიდევ რამდენიმე კილოგრამის მიმატება მოგიწევთ.
მოდი, ყოველივე ეს ერთ მაგალითზე განვიხილოთ.
50 წლის და 158 სმ სიმაღლის ქალბატონისთვის, რომელიც 90 კგ-ს იწონის, ფორმულა ასე წარმოგვიდგება: 45 კგ+1 კგX(158 სმ-150 სმ)+7 კგ+7 კგ+7კგ=74 კგ. შედეგად მივიღეთ ნორმალური წონა ხსენებული ასაკისა და სიმაღლის ქალისთვის, რომელსაც, როგორც ჩანს, ჭარბი წონა აწუხებს.
ვითვლით ცხიმს
წონა ცხიმის ოდენობაზეც ყოფილა დამოკიდებული. ქალის ორგანიზმში ცხიმის პროცენტული შემცველობა უნდა იყოს არანაკლებ 18-ისა და არა უმეტეს 25-ისა. მამაკაცებს ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი აქვთ: 12-დან 18-მდე. სპეციალისტთა აზრით, იდეალური წონის მქონე ქალის ორგანიზმში ცხიმი სხეულის მასის 22%-ს შეადგენს.
ცხიმის შემცველობის განსაზღვრა შინაურ პირობებში შეუძლებელია, თუმცა მრავალ სამედიცინო ცენტრში თქვენთვის სასურველ სერვისს უთუოდ შემოგთავაზებენ და სულ მილიგრამებში აწონიან ავადსახსენებელ ცხიმოვან მასას.
თუ სპეციალურმა აპარატურამ დაადგინა, რომ ჭარბი ცხიმის მფლობელი ბრძანდებით, გულს ნუ გაიტეხთ. რაციონალურად შედგენილი დიეტის წყალობით (ცილები – 20%, ცხიმები – 30%, ნახშირწყლები – 50%) პროცენტული მაჩვენებელი მალე მიუახლოვდება სასურველ რიცხვს.

loading...
ADMIN 1310 0 2014-12-06
5.0/5 из 3

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 7
სტუმრები 7
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css