navigacia
...


როგორ დავამარცხოთ ცელულიტი?


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ცელულიტი გაქვთ? თქვენ არ ხართ ერთადერთი. ეს პრობლემა ქალების, დაახლოებით, 90%-ს აწუხებს. არ აქვს მნიშვნელობა ახალგაზრდა ხართ, განხდარი თუ კარგ ფორმაში - ცელულიტი თითქმის ყველას პრობლემაა. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულში, ზღვის სეზონზე ყველა ლამაზ საცურაო კოსტუმში იწონებს თავს. რელიეფური, არათანაბარი კანი ქალებს მართლაც აკარგვინებს მომხიბვლელობას. ცელულიტის ხელშემწობი ფაქტორებია: ჰორმონალური დისბალანსი; ცხოვრების უმოძრაო წესი; არასწორი კვება; ალკოჰოლი; სიგარეტი; გენეტიკა; სტრესი და სხვა.



1ვარჯიში





ვინაიდან ცელულიტის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი სისხლის მიმოქცევიის დაღვევაა, მის წინააღმდეგ სწორედ ამ გზით უნდა ვიბრძოლოთ. სპორტული აქტივობები სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ის, ზოგადად, ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა, ამიტომ თუ საერთდ არ ვარჯიშობთ, აუცილებლად გამონახეთ დრო ამისთვის. დღეში ნახევარი საათი აუცილებლად გექნებათ იმისთვის რომ საკუთარ გარეგნობას და ჯანმრთელობას დაუთმოთ. კუნთოვანი ქსოვილების განვითარება არამარტო დაგეხმარებათ გამოიყურებოდეთ ლამაზად, არამედ ცხიმის წვასაც შეუწყობს ხელს. რაც უფრო მეტია კუნთოვანი მასა, მით მეტი კალორიების დაწვა უწევს ორგანიზმს მათი კვებისთვის.


2მასაჟი





ცელულიტის საწინააღმდეგოდ სასარგებლოა მასაჟიც. შესაძლებელია ცელულიტის ყავის სკრაბით შემცირება. ყავის საშუალებით წრიული მოძრაობები სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს, ყავა კი კანს ამკვრივებს. შედეგი სამუდამოდ არ შენარჩუნდება. სამწუხაროდ, კანი გარკვეული პერიოდის შემდეგ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება.


3კონტრასტული შხაპი





წყალი ბუნებრივი საშუალებაა ცელულიტს წინააღმდეგ. მიიღეთ დილაობით კონტრასტული შხაპი, ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ასევე ამკვრივებს კანის ქსოვილებს.


4სწორი კვება





და ბოლოს, იკვებეთ სწორად! შეეცადეთ, მინიმალური რაოდენობით მიიღოთ ტკბილეული, შებოლილი პროდუქტები, ძეხვეული, გაზიანი სასმელები. მიიღეთ დღეში მინიმუმ 1.5-2 ლ წყალი, მწვანე ჩაი, წვენები. რაციონში შეიტანეთ ბევრი ბოსტნეული და ცოცხალი ხილი.ვარ

loading...
ADMIN 1828 0 2016-10-16
4.0/5 из 2

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css