navigacia
...


სალამი ქურდებს


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება








თუ დამიჭერენ,
დამიჭირონ.
სალამი ქურდებს!
არ აცდეთ ბოზებს, რაც არ ცდებათ ყველაზე მეტად.
ხიდზე მოხუცი უთენია ითვლიდა ხურდებს,
მერე შუადღით მზემ უწია, დააგდო რეტმა.
სალამი მას,ვინც მოიპარა და მერე მოგცათ
იმ მოპარულის ნახევარი, ან ოდნავ მეტი.
სალამი ქურდებს, ვინც მოკალით, ან ვისაც მოკლავთ,
უფრო ზუსტად კი- ვინც თვენ შობეთ,
ატარეთ ეტლით
მთელი მეოცე საუკუნის და უფრო აქეთ-
ოცდამეერთის ქვაფენილზე, კოჭამდე ტოგით,
ყველაზე მეტად ვინც დაბრონეთ და უქომაგეთ,
საჭიროებამ მოითხოვა, ისიც ვთქვათ, მოდი:
ნუ ებრძვით მწვანე ეზოებში გაზრდილ მგლის ლეკვებს,
თქვენა ხართ მათი მამები და სალამი ყველას:
თეთრხალათიან ისტებლიშმენტს მთელი ამ ქვეყნის,
გული გაჩერდა, მაგრამ გეტყვით ძარღვი აქვს ენას
და ენა ამბობს მივაფურთხე თბილისის ახალ
იერს და დიდი გემოვნებით ნაკეთებ ხედებს.
თუ მტკვარმა უნდა შეიწიროს უბრალო ხალხი,
თუ ხალხი ნაგვის ბუნკერებში აცეცებს ხელებს.

სალამი ქურდებს!

loading...
deeviil1 1622 0 2016-01-29
5.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 3
სტუმრები 3
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css