navigacia
...


მსოფლიოს ძვირად ღირებული ავიარეისები


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ავიაკომპანია Etihad აბუ დაბიდან ლონდონის მიმართულებით ფრენა მსურველებს 37 515 დოლარად სთავაზობს

საქართველოში ალბათ, ბევრისთვის წარმოუდგენელია ავიაბილეთის სანაცვლოდ 100 ათასი დოლარის გახდა თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ თბილისიდან ნიუ იორკამდე დაუვიწყარი ფრენა გელოთ წინ. თუმცა, მსოფლიო მასშტაბით არიან ავიაკომპანიები, რომლებიც ფუფუნების მოყვარულ ადამიანებს ზღაპრულ ფრენებს რამდენიმე ათასი დოლარის სანაცვლოდ სთავაზობენ.
Flightfox.com მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავიარესების ჩამონათვალს აქვეყნებს.

ავიაკომპანია Etihad-ის სპეციალური რეისტი The Residence
კომპანია სპეციალური რეისს გთავაზობთ აბუ დაბიდან ლონდონის მიმართულებით და პირიქით, რომელიც მსურველებს 37 515 დოლარი დაუჯდებათ. ავიარეისს თვითმფრინავი A380 ასრულებს.
თვითმფრინავის კაბინები მაღალი კლასის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრებს მოგაგონებთ. კაბინები განკუთვნილია ორ ადამიანზე და სამი განყოფილებისგან შედგება - მისაღებისგან, საძინებლისგან და აბაზანისგან. მგზავრებს პირადი შეფ-მზარეული ემსახურებათ.

ავიაკომპანია Emirates
24 ათასი დოლარის სანაცვლოდ, თქვენ შეგიძლიათ დაუვიწყარი 15 საათი გაატაროთ ლოს ანჯელესიდან დუბაიმდე ფრენისას. მგზავრობისას თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სპა სერვისით, სადაც პროცედურა ”ბალგარის” კოსმეტიკური საშუალებებით ჩაგიტარდებათ.

ავიაკომპანია ANA-ს პირველი კლასი
ავიაკომპანიის კუთვნილი ბოინგ 777-300ER მგზავრებს ძვირადღირებულ რეისებს ტოკიო-ლოს ანჯელესი, ტოკიო-სინგაპური და ტოკიო-ფრანკურტის მიმართულებით სთავაზობს. ბილეთის ფასი ტოკიო-ლოს ანჯელესის მიმართულებით ორი გზა 21 140 დოლარი ღირს.
იაპონური ავიაკომპანიის პირველი კლასი, პირველ რიგში, იმ საქმიანი ადამიანებისთვის არის განკუთნილი, რომლებიც აეროპორტიდან პირდაპირ მოლაპარაკებებზე მიდიან. ამისთვის, კაბინა აღჭურვილია გარდერობით. კაბინებში ასევე დამონტაჟებულია სატელიტური სატელეფონო ხაზი.

ავიაკომპანია Air France-ს ლუქსი
”ბოინგ 777-300”-ით შესრულებული პარიზი-სინგაპურის მიმართულებით ორი გზა 10 338 დოლარი დაგიჯდებათ. კომპანია ძვირადღირებულ რეისებს ახორციელებს აგრეთვე პარიზი-ნიუ იორკისა და პარიზი-ჯაკარტას მიმართულებით.
დახვეწილი დიზაინის სავარძელი მგზავრებს შეუძლიათ 2-მეტრიან საწოლად აქციონ. ავიაკომპანია მგზავრებს ასევე სთავაზობს ლაუნჯს, სადაც შეგუძლიათ იმუშაოთ, ისარგებლოთ ბიბლიოთეკით, განტვირთვის მიზნით კი შეგიძლიათ სპა სერვისით სარგებლობა. თვითმფრინავზე მგზავრებს ”ჟივენშის” ბრენდის კოსმეტიკა და საღამურბი ელით.

ავიაკომპანია Singapore Airlines-ის ლუქს რეისი
რეისი ძვირადღირებულ ფრენებს სინგაპური-ნიუ იორკის, ნიუ იორკი-ფრანკფურტისა და სინგაპური-ლონოდნის მიმართულებით ასრულებს. ბილეთის ღირებულება ნიუ იორკიდან-ფრანკფურტში და პირიქით 8 015 დოლარია. Singapore Airlines-ის ლუქს ”ნომრები” აღჭურვილია ტყავის სავარძლებით, რომლებიც სურვილის შემთხვევაში სრულყოფილ საწოლად შეგიძლიათ აქციოთ. საღამოს მგზავრებს ძვირადღირებული Dom Perignon-ის შამპანურით უმასპინძლდებიან, საჭმელი კი მხოლოდ ”ჟივენშის” ბრენდის ჭურჭლით მიაქვთ. მგზავრებს ასევე სარგებლობენ ”ჟივენშის” საღამურებით, ხოლო აბაზანაში ყველა კოსმეტიკური საშუალება ”სალვატორე ფერაგამოს” ბრენდისაა.

loading...
ADMIN 1264 0 2015-06-02
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 3
სტუმრები 3
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css