navigacia
...


როგორ აღნიშნავენ მექსიკელები სიკვდილის დღეს


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ოქტომბრის ბოლოს მექსიკელები სიკვდილის დღეს აღნიშნავენ. დღესასწაული ორი დღე გრძელდება. ამ დღეებში მექსიკელები იხსენებენ თავიანთ გარდაცვლილ მეგობრებს და ნათესავებს.
ისინი ამ დღეს არ იწყენენ პირიქით, ბედნიერები არიან. ,,სიკვდილის" დღემდე ბაზრები და მაღაზიები სპეციალურ ნივთებს ყიდიან. მაღაზიებში იყიდება თავისქალის და ჩონჩხის ფორმის სანთლები, ყვავილები, კანფეტები და შოკოლადები. ასევე იყიდება პური სახელად ,,სიკვდილის პური" პურებსაც ასევე ჩონჩხის და თავისქალის ფორმა აქვს.
მექსიკელ ოჯახებს სჯერათ, რომ თავიანთი მკვდარი ნათესავები და მეგობრები აპირებენ მათთან სტუმრობას. მექსიკელები სახლში, გარდაცვლილი სტუმრებისთვის აკეთებენ საკურთხს. მაგიდაზე გარდაცვლილ სტუმრებს ულაგებენ სურათებს, ყვავილებს, სანთლებს და გარდაცვლილის სხვა საყვარელ ნივთებს, საკვებს და სასმელს. ეს შეიძლება იყოს: ყავა, წყალი, ბრინჯი, ლობიო, ქათამი, ხილი და განსაკუთრებული პური. მაგიდაზე აუცილებლად დებენ წყლიან თასს სუფთა ხელსახოცთან ერთად, რათა გარდაცვლილმა სტუმარმა ჭამამდე დაიბანოს ხელები. ბოლოს ოჯახები ანთებენ სანთლებს და ელოდებიან გარდაცვლილ ნათესავებს.
ღამით, 12 საათზე, მექსიკელი ოჯახები ტოვებენ სახლს და მიდიან მკვდარი ნათესავების საფლავებზე. ისინი სასაფლაოებს ასუფთავებენ და ყვავილებით რთავენ.
შემდეგ საფლავზე აწყობენ პიკნიკს, განსაკუთრებული საკვებით და სასმელით, ყვებიან ისტორიებს გარდაცვლილ მეგობრებზე და ნათესავებზე. ღამით, საფლავებზე ჭამენ, სვამენ, მღერიან და უკრავენ მუსიკას.
მექსიკის სხვადასხვა კუთხეში ამ დღეს სხვადასხვა ტრადიციით აღნიშნავენ დიდ ქალაქებში, მექსიკელი ოჯახები ერთად იკრიბებიან სახლში. ისინი ,,სიკვდილის პურს'' ჭამენ, რომლებშიც ჩონჩხის სათამაშოები დევს. მექსიკელებს სჯერათ, რომ ადამიანები, რომლებიც სათამაშო ჩონჩხს იპოვნის ბედნიერი და იღბლიანი იქნება.

loading...
ADMIN 1086 0 2014-02-12
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css