პიკე, შაკირას თეძოებთან მიკარების უფლებას მხოლოდ რიანას აძლევს
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
შაკირასა და რიანას ერთობლივმა კლიპმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
მაყურებლებლის შეფასებით, კლიპში „10% მუსიკა და 90% წმინდა ეროტიკაა“, რადგან რგოლი შეიცავს თამამ კადრებს ქალბატონ მომღერლებს შორის.
შაკირამ კლიპთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ახსნა, რომ მისი მეუღლე ფეხბურთელი ჟერარ პიკე მას თამამ სცენებში მამაკაცებთან ერთად გადაღებას უკრძალავს.
„ასე რომ, ჩემთვის ახლა აღარ შეიძლება სექსუალური კლიპების გადაღება მამაკაცებთან ერთად. ამგვარად, იძულებული ვარ, გადავიღო ისინი ქალებთან ერთად“, - განუცხადა შაკირამ ჟურნალ Billboard-ს და აქვე აღნიშნა, რომ რიანას სმსოფლიოში ყველაზე სექსუალურ ქალად მიიჩნევს.
შაკირა ამბობს, რომ მეუღლის ეჭვიანობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
„მომწონს, რომ ჟერარი თავის ტერიტორიას იცავს და მაფასებს. ასე რომ, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ის ჩემს თეძოებთან მიახლოვების საშუალებას აძლევს, რიანა იქნება“, - ამბობს კოლუმპიელი მომღერალი.
loading...
ADMIN |
1030 |
|
2014-03-14 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი